{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბორის სკოლა-პანსიონში გამართულ ღონისძიებას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი და მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდა

    3 ივნისს ბორის სკოლა-პანსიონში (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე), ტრადიციულად, ამერიკელი მეგობრებისთვის, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. დასკვნით ღონისძიებას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე, დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ოთარ ლურსმანაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

    საზეიმო ღონისძიებაზე ბორის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაში „ნიჭიერი“ ჩაატარეს და სხვადასხვა ნომრები წარმოადგინეს. მოსწავლეთა მიერ შესრულებულ ნომრებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომელიც ამერიკელი სტუმრებისგან შედგებოდა. ჟიურის რჩეული ჯგუფი „მწვერვალი“ და სულიკო ფაიქრიძე გახდა. ბორის სკოლა-პანსიონის ყველა მოსწავლეს ამერიკელი მეგობრებისგან საჩუქრები გადაეცა, ამასთანავე, მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის ბოლოს, ექსკურსია მოეწყობა.

    სტუმრები ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის სამოქალაქო კლუბის (სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია ბარბაქაძე)  მიერ ჩატარებულ აქტივობებს გაეცნენ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტების ფარგლებში, კლუბის წევრებმა არაერთ ადამიანს გაუწიეს დახმარება.

    ამერიკელ მეგობრებს  მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე მიესალმა. მათ მადლობა გადაუხადეს სტუმრებს ბორის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებთან  მეგობრობისა და თანადგომისთვის.

    შეგახსენებთ, რომ  ამერიკელი მეგობრები უკვე რამდენიმე წელია ბორის სკოლა–პანსიონს  სხვადასხვა მიმართულებით აფინანსებენ. მათ შორის შუამავალი ორგანიზაციაა „ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი.“

     

     

     

    5 ივნისი 2017

    ნანახია: 994 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი