{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 900-მდე ადამიანი გამოიკვლია


    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმებს ხარაგაულში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
    ნიკოლოზ თოფურიძემ და ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენრტის დირექტორმა შმაგი ხიჯაკაძემ პროგრამის მონაწილე შვედ ექიმებს ხარაგაულელების მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისთვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.


    შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში, პრევენციის მიზნით, სმენდაქვეითებულ ბავშვთა გამოსავლენად კვლევა სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმებმა ჩაატარეს. კვლევები ხარაგაულში 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
    აღნიშნული კვლევის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 900-მდე ადამიანი შემოწმდა, ძირითადად, აქცენტი 1-4 კლასის მოსწავლეებზე იყო გაკეთებული. ამათგან 70 ადამიანს სმენის პრობლემის სხვადასხვა სტადია დაუდგინდა და მათ სასმენი აპარატები უფასოდ გადაეცათ. შვედი ექიმების მიერ გაწეული ქველმოქმედება ხარაგაულში, დაახლოებით, 100 000 ლარის ღირებულებას შეადგენს.

    პროექტი ხარაგაულში პროგრამის კოორდინატორის, მაია ჯონსონის ძალისხმევით, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა(ა)იპ „ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენრტის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

     

     

    2 ივნისი 2017

    ნანახია: 670 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1410
    3.6561
    4.3346
    4.4164
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი