{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსთან შეხვედრა გაიმართა

    დღეს ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გამგეობისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე დამსწრე საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ესაუბრა, რომლის მიზანი ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია გახლავთ.
    გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ასევე ამბულატორიებს, აქვთ C ჰეპატიტის დასადგენი ტესტები და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს გამოკვლევა. მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია, ასევე, მობილური ლაბორატორიების მისვლა სოფლებშიც. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს სკრინინგ პროგრამაში, რათა მალევე მოხდეს დაავადების პრევენცია.
    შეგახსენებთ, რომ C ჰეპატიტის მკურნალობას სახელწიფო აფინანსებს. მკურნალობამდე დამატებით სადიაგნოსტიკო ხარჯებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის 70% იფარება სახელმწიფოს მიერ, ხოლო ამ სტატუსის არმქონე მოქალაქეებისთვის 30 %. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ყველა მოქალაქისთვის, C ჰეპატიტის დიაგნოსტირება  მთლიანად ფინანსდება.
    იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ შეხვედრისას სალონებში ჰიგიენური და სანიტარული კონტროლის აუცილებლობასა და თამბაქოს მავნებლობაზეც ისაუბრა.
    მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მადლობა გადაუხადა დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსს გოჩა გიორგიძეს შეხვედრის გამართვისათვის და მოსახლეობას C ჰეპატიტის სკრინინგ აქციაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.
    ღონისძიების მეორე ეტაპი, სკრინინგ აქციას ითვალისწინებდა, რომელიც კიცხის ზონაზე ჩატარდა. მოსახლეობას საშუალება ჰქონდა უფასოდ მიეღო მომსახურება C ჰეპატიტისა და არტერიული წნევის გამოსაკვლევად.
    ინოვაციების ცენტრში გამართული შეხვედრა ორგანიზებული იყო ა(ა)იპ „ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ (დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე) მხარდაჭერით და განახორციელა დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველომ.

     

    30 მაისი 2017

    ნანახია: 517 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1400
    3.6553
    4.3329
    4.4764
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი