{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის შვედ ექიმებს უმასპინძლა


    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის შვედ ექიმებს შეხვდა. სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაიცია, პროგრამის კოორდინატორ მაია ჯონსონთან ერთად, ხარაგაულში მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. სოციალური პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, სმენადაქვეითებულ ბავშვთა გამოსავლენად კვლევა ჩატარდება და საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს სმენის აპარატები საჩუქრად გადაეცემათ.
    შვედეთის დელეგაციის წევრებმა პროგრამის კოორდინატორთან საქართველოში მაია ჯონსონთან ერთად პროექტის მიმდინარეობის გეგმა და დეტალები მუნიციპალიტეტის გამგებელს პირადად გააცნეს და აღნიშნეს, რომ სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ჯგუფი მაღალი დონის სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული.


    კვლევები ხარაგაულში 21 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ჯამში 669 მოსწავლეს ჩაუტარდება.
    შეხვედრაზე გამგებელმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მუნიციპალიტეტში ასეთი მნიშნელოვანი პროგრამის განხორციელებისთვის და ხაზგასმით აღნიშა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მსგავს ინიციატივებს ყოველთვის მხარს დაუჭერს.
    პროექტი ხარაგაულში პროგრამის კოორდინატორის, ქალბატონი მაია ჯონსონის ძალისხმევითა და მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება.
    ზემოთ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული ასევე, გამგებლის თანაშემწე გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში ინგა ბერაძე და ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი(დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე).

     

     

     

    17 მაისი 2017

    ნანახია: 641 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1400
    3.6553
    4.3329
    4.4764
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი