{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საგანმანათლებლო რესურცენტრის კვირეული ხარაგაულში 21-28 აპრილს მიმდინარეობდა

    დღეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრის კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონკურსების შედეგად, სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი გამარჯვებულებისა და კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღონისძიების - გოგა კვინიკაძის დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო აქციის მხარდამჭერების დაჯილდოება გაიმართა.

    საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, გოგა კვინიკაძის მხარდამჭერ აქციაში „მე დღეს გოგას დედა ვარ“, სხვადასხვა ფორმით, ჯამში 10 180 ლარი შეგროვდა, მათ შორის 1 500 ლარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაიღო. ზემოთ ხსენებული თანხა გოგას ანგარიშზე დღეს ჩაირიცხება.

    ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლას საგანმანათლებლო კვირეულში აქტიური მონაწილეობისთვის. „რომ არ მათი ჩართულობა, ჩვენი თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომა, კვირეული   შემოქმედებითად, ინტელექტუალურად, სპორტული და ორიგინალური ღონისძიებებით  დატვირთული, ასეთი შთამბეჭდავი არ გამოვიდოდა“ - აღნიშნა დავით კიკნაძემ.

    სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოეს, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა და თანამშრომლებმა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლალი სებისკვერაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ვარლამ ჭიპაშვილმა.

    როგორც საგანმანათლებლო რესურცენტრის სპეციალისტმა ნათია კაციტაძემ აღნიშნა, საგანმანათლებლო კვირეული წელს პირველად ჩატარდა და საკმაოდ წარმატებით, თანამშრომლებთან მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ კვირეული ყოველწლიურად გაიმართოს.

    საგანმანათლებლო კვირეულში ჩართულობისა და  მხარდაჭერისათვის სამადლობელი სიგელები გადაეცათ  - ლიზა  ბარბაქაძეს ( N2 საჯარო სკოლის მოსწავლე), ირინა ბერაძეს (ხიდრის საჯარო სკოლა); მარიამ კოჩაძეს ( მარელისის საჯარო სკოლა);  ინგა ბუხნიკაშვილს,  თეა ტალახაძეს (ბაზალეთის საჯარო სკოლის პედაგოგები);  ია დეკანოსიძეს ( N2 საჯარო სკოლა);  ლალი სებისკვერაძეს (სპმთპ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე); ნონა მაჭავარიანს და კესო შარიქაძეს (N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები); ლელა  ბუბულაშვილს, თეა ბერიძეს, ივანე ჭიპაშვილს, მაია  ბერაძეს, ლევან ნანიტაშვილს და რევაზ  დეკანოსიძეს.

    ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრის კვირეული ხარაგაულში 21-28 აპრილს მიმდინარეობდა. 

     

    8 მაისი 2017

    ნანახია: 898 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი