{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს ტრენინგი ჩაუტარდათ

    დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისთვის ტრენინგი გაიმართა.
    ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC) წარმომადგენელმა მამუკა გაჩეჩილაძემ და პროექტის კოორდინატორმა ნათია კაპანაძემ ერთდღიანი ტრენინგი გენდერული თანასწორობის, ძალადობისა და გენდერული სტერეოტიპების თემაზე ჩაატარეს.
    გენდერული თანასწორობის საბჭო ხარაგაულის საკრებულოში ერთი თვის წინ ჩამოყალიბდა და მასში ხარაგაულში მცხოვრები სხვადასხვა სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციისა და საჯარო სპექტრის წარმომადგენლები შედიან. საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება.
    ტრენინგი საინფორმაციო ხასიათის იყო და იგი პრაქტიკულ სამუშაოებსაც მოიცავდა. შეხვედრის დასასრულს განიხილეს გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პრინციპები, გაიწერა მიზნები და სამომავლო ხედვები.
    ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ტრენინგი ხარაგაულში გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ქალბატონ მანანა ბარბაქაძისა და გენდერული საბჭოს წევრის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის (გენდერულ და არასამათავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში), ინგა ბერაძის მოწვევით გაიმართა.
    ერთდღიანი ტრენინგი ხარაგაულში მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანადაფინანსებით ჩატარდა.

     

     

    3 მაისი 2017

    ნანახია: 413 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0729
    3.6190
    4.0086
    4.1656
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი