{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ვერტყვიჭალაში მცხოვრებ ქალბატონს ინვალიდის ეტლი გადასცეს

     ვერტვიჭალაში მცხოვრებ ქალბატონ იამზე ბლიაძეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ და ვერტყვიჭალის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლენა აბაშიძემ ინვალიდის ეტლი  გადასცეს.

    ქალბატონ იამზეს უკვე სამი წელია, რაც დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. მის მდგომარეობას შაქრიანი დიაბეტი  კიდევ უფრო ამძიმებს.  

    იამზე ბლიაძე   მადლიერებას გამოხატავს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ და აღნიშნავს, რომ ეტლის საშუალებით მარტივად გადაადგილდება და  ყოველდღიური ყოფაც შედარებით  შეუმსუბუქდება.

    ინვალიდის ეტლი ქალბატონ იამზეს ა(ა)იპ მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივითა და საერთაშორისო ასოციაციის „ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისთვის“ ფინასნური მხარდაჭერით გადაეცა. 

     

     

    3 მაისი 2017

    ნანახია: 689 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1410
    3.6561
    4.3346
    4.4164
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი