{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის კვირეული დაიწყო

    დღეს ხარაგაულის კინოთეატრში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის კვირეულის ფარგლებში, პირველი შეხვედრა გაიმართა.   თემაზე - ბულინგი სემინარი წაიკითხა ხარაგაულელმა ფსიქოლოგმა გოჩა გიორგიძემ(დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი).  ღონისძიებაზე ნაჩვემნები იქნა ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ვიდეორგოლები ბულინგის პრობლემებთან დაკავშირებით.  შეხვედრას ხარაგაულელი პედაგოგები, მოსწავლეები და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა.

    სემინარზე საუბარი იყო  - რა არის ბულინგი, რამდენი სახეობის შეიძლება იყოს ის, როგორია ძალადობის ამ სახეობის ფორმები და რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს მოზარდის ჩაგვრამ.  გოჩა გიორგიძის განმარტებით, ბულინგი  ძალადობის ის ფორმაა, რომელიც მწვავედ დგას მთელ მსოფლიოში. პრეზენტაციის ავტორი ამბობს, რომ ბულინგის ძალიან ბევრი შემთხვევა ხდება, ძირითადად კი, ეს ბავშვებს შორის,  სასკოლო დაწესებულებებში ვლინდება.  მისი აზრით,  ბულინგის პრობლემების გადაჭრისთვის აუცილებელია სკოლებში პრევენციული ღონისძიებების გატარება და საგაკვეთილო პროცესებში ფსიქოლოგების როლის გაზრდა.

    ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, დავით კიკნაძემ საინტრესო ინფორმაციის წარმოდგენისათვის მადლობა გადაუხადა გოჩა გიორგიძეს და მოსწავლეებს მიმართა: „დღევანდელი ღონისძიების მიზანია, რომ ახალგაზრდებმა ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემა ისწავლონ. არ დაამცირონ თანატოლები ფიზიკური ან სოციალურ მდგომარეობის გამო და არ ჩამოყალიბდნენ მოძალადეებად. “

    მადლობა და კამყოფილება გამოხატა გოჩა გიორგიძემ საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთელი გუნდის მიმართ, ასეთი საინტერესო თემის წამოჭრისთვის და აღნიშნა, რომ ჯერ არ სმენია ამ თემასთან დაკავშირებით ვინმეს ასეთი დაინტერესება გამოეხატოს.

     დასასრულს, დავით კიკნაძემ აღნიშნა, რომ კვირეულის დასკვნითი  ღონისძიება, კინოთეატრში, 28 აპრილს გაიმართება, სადაც  ბულინგის პრობლემასა და დაუნის  სინდრომის თემებზე გადაღებულ საუკეთესო ვიდეორგოლებ კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

     

     

     

     

     

    21 აპრილი 2017

    ნანახია: 600 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი