{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • იმერეთის მხარის რწმუნებულმა ხარაგაულში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა

    დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

    ბაღის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან 41 612 ლარით დაფინანსდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 25 ღსაზრდელზეა გათვლილი.

    ახალ საბავშვო ბაღში 6 ადგილობრივი დასაქმდა.

    2016 წელს ხარაგაულში აშენდა ერთი ახალი და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 საბავშვო ბაღს.

    მიმდინარე წელს ხარაგაულში  სკოლამდელი აზრდის დაწესებულება აშენდება სოფელ ნადაბურში, მიმდინარეობს მოლაპარკეკები საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

    საბავშვო ბაღის გახსნას ღორეშაში იმერეთის მხარის რწმუნებული-ბურბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილეებთან ერთად, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლუსრამანშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკო თოფურიძე, ბაღების გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ უბისის საავტომობილო ხიდიდან ღორეშის ადმინისტრაციულ ცენტრამდე მისასვლელი რეაბილიტირებული გზა მოინახულეს. 5,5კმ–იანი მონაკვეთი სრულად ამორტიზებული იყო, რაც მგზავრებისა და ტრანსპორტის გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებდა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 959 813 ლარით დაფინანსდა.

     

    4 აპრილი 2017

    ნანახია: 1559 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი