{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • გენდერული „რა სად, როდის?“ ხარაგაულში

    2 მარტს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გენდერულ თემებზე ინტელექტუალური თამაში - „რა, სად, როდის?“ გაიმართა. ერთმანეთს 5 გუნდი დაუპირისპირდა.

    „ბაღი-ბაღნარი“ (დაბის №1 საბავშვო ბაღის გუნდი);
    „ტროა“ (ცენტრალური ბიბლიოთეკის გუნდი);
    „გივი კურტანიძის ექვსეული“ (დედები და შვილები);
    „მიშა გელაშვილის ექვსეული“ (გამგეობის გუნდი);
    „რკინიგზელები“ (დაბის №3 საჯარო სკოლის გუნდი);


    გუნდები გენდერულად დაბალანსებული იყო (3 კაცი, 3 ქალი) და მოთამაშეებმაც გენდერულ თემებზე შერჩეულ 20 კითხვას უპასუხეს.

    თამაშის განსხვავებულად ჩატარების იდეის ავტორი, გამგებლის თანაშემწე გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ინგა ბერაძე გახლდათ.

    შეჯიბრის დაწყებამდე, ინგა ბერაძემ გუნდის წევრებს გენდერული თანასწორობის შესახებ მცირე განმარტება გააცნო და აღნიშნა, რომ, მომავალში, ის ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობებს გეგმავს.
    ინტელექტუალურ შეჯიბრში „გივი კურტანიძის ექვსეულმა“ გაიმარჯვა.


    მეორე ადგილი დაიკავეს „რკინიგზელებმა“, ხოლო მესამე ადგილი თანაბრად გადანაწილდა „მიშა გელაშვილის ექვსეულსა“ და გუნდ „ტროას“ შორის. მათ მოსდევდა გუნდი „ბაღი-ბაღნარი“.
    ინტელექტუალური თამაში - „რა სად, როდის?“ ხარაგაულში გამგეობის კულტურის განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით უკვე წლებია იმართება. სამსახურის მთავარი სპეციალისტი, დავით ჩადუნელი კი, თამაშის უცვლელი წამყვანია.  
    შეჯიბრში მონაწილე ექვსეულებს ორგანიზატორების მიერ სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
    კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ გუნდებს საინტერესო თამაშისთვის მადლობა გადაუხადა და მათ გამარჯვება მიულოცა.
    მოთამაშეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი თამაშები კიდევ უფრო ხშირად უნდა გაიმართოს ხარაგაულში.

     

    3 მარტი 2017

    ნანახია: 1045 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი