{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტი ხარაგაულში არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაულის“ ინიციატივითა და დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის მხარდაჭერით ხორციელდება


    „Worknet-ის“ დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულში სასწავლო ცენტრი იქმნება, სადაც მსმენელს სხვადასხვა სპეციალობის შემსწავლელი კურსების გავლა შეეძლებათ. პროექტი ხარაგაულში არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაულის“ ხელმძღვანელის, რუსუდან გურგენიძის ინიციატივითა და დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის მხარდაჭერით ხორციელდება.
    სასწავლო კურსების გავლა 16 წელს ზემოთ ნებისმიერი პიროვნებისთვისაა შესაძლებელი. ბენეფიციართა მრავალრიცხოვნების შემთხევაში უპირატესობა შშმ და სოციალურად დაუცველ პირებს, ასევე მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს მიენიჭებათ. რეგისტრაცია, მარტის დასაწყისიდან, ხარაგაულის სოციალური მომსახურეობის სააგენტოში იქნება შესაძლებელი. დასარეგისტრირებლად საჭიროა ბენეფიციარის პირადობისა და განათლების დამადასტურებელი მოწმობები. ეს არის სახელმწიფო პროგრამა და აქედან გამომდინარე კურსები იქნება სრულიად უფასო.
    „დარეგისტრირების შემდეგ, კურსანტების მიერ შედგება ჯგუფები, რომელიც მინიმუმ ხუთი პიროვნებისგან იქნება შედგენილი. პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულში შესაძლებელი იქნება, აიტ- სპეციალისტის, კომპიუტერული ქსელების მოწყობის, ბიზნეს ადმინისტრირების, მკერავ - დიზაინერბისა და ტურ-ოპერატორის სასწავლო კურსების გავლა. სწავლების პროცესი იქნება სამთვიანი და მსმენელს ამ დროის განმავლობაში 260 სალექციო საათის მოსმენა შეეძლება, რომელშიც შედის თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები. კურსების სრულად გავლის შემდეგ კი მსმენელი მიიღებს დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის სერტიფიკატს. რომლის მიღების შემდეგ აპლიკანტები ხვდებიან “worknet-ის“ დასაქმების სპეციალურ პროგრამაში,“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან გურგენიძემ.
    როგორც პროექტის ხელმძღვანელი განმარტავს ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ, ლექტორებს გადამზადებასა და საჭირო ნივთებით აღჭურვაზე აკადემია იზრუნებს.
    დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციისათვის, შეუძლია მიმართოს პროექტის ხელმძღვანელ, რუსუდან გურგენიძეს,
    საკონტაქტო ინფორმაცია:
    599- 851- 600; 555- 136- 153
    E-mail – ruso.gurgenidze@mail.ru

     

     

    2 მარტი 2017

    ნანახია: 294 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0729
    3.6190
    4.0086
    4.1656
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი