{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • უბისა-ღორეშის ცენტრალურ გზაზე ბეტონის საფარის დაგება დასრულდა


    სოფელ უბისის საავტომობილო ხიდიდან ღორეშის ადმინისტრაციულ ცენტრამდე 5. 500მ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და ჯამში მასზე 959 813 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს„საპოვნელამ” შეასრულა.
    აღსანიშნავია, ასევე რომ ხარაგაული-ღორეშა-უბისის საავტომობილო გზა, რომელიც მუნიციპალიტეტის ცენტრს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ საავტომობილო გზასთან აკავშირებს და მუნიციპალიტეტის ხუთ ტერიტორიულ ერთეულზე გადის, სრულად რეაბილიტირდება. 21 კმ. გზის შუა ნაწილში მძიმედ დაზიანებული და ამორტიზებული დაახლოებით, 11 კილომეტრიანი მონაკვეთი, სოფელ სარგვეშის ტერიტორიაზე გადის. აღნიშნული გზის სარეაბილიტაციოდ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია. სარგვეშის გზის მოასფალტების სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

     

    27 სექტემბერი 2016

    ნანახია: 1057 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1400
    3.6553
    4.3329
    4.4764
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი