{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა

     

    რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ხორციელდება. მისი ძირითადი მიზანი სოფლის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების მოგვარება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბევრი პრობლემა გადაწყდა. სოფლის კრებებზე მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დაფინანსდა და მათზე მუშაობა შეფერხებების გარეშე ხორციელდება. მიმდინარე წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 685 310 ლარი გამოეყო.
    აღნიშნული თანხის ფარგლებში გზები მოიხრეშა ბორითში, ღორეშასა და ხუნევში, რისთვისაც ჯამში 13 500 ათასი ლარი გამოიყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ი/მ " ბაგრატ გაგოშიძემ" შეასრულა.
    სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ვანის ცენტრალურ გზაზე, სხლითში(ტოროშელიძეების უბანში), ღუდუმექეთსა და ახალსოფელში. პროექტის განსახორციელებლად 19 110 ლარი დაიხარჯა.
    ამორტიზებული გზების შეკეთება აქტიურად მიმდინარეობს ასევე ვახანში, ზვარეში, წიფაში, კიცხსა და წყალაფორეთში.
    პროგრამის ფარაგლებში უახლოეს მომავალში გზების რეაბილიტაცია იგეგმება ლეღვნისა და ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
    ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოხდა მავთულბადის, სასწორის, ტაროიანი სიმინდის საფქვავი მიქსერისა და პროექტორის შესყიდვა. სოფელ ვახანში მოსახლეობამ ასაწყობი რკინის კონსტრუქცია (სეფა) შეიძინა. ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში სამშენებლო ქვის (ბლოკის), წისქვილის ქვისა და კონდიციონერის შესყიდვა განხორციელდა. წყლის ავზები შეიძინეს ბაზალეთის, სარგვეშისა და ბორითის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობამ.
    ლაშე, ბაზალეთი, სარგვეში, ღორეშა, ბორითი, წიფა, ზვარე, მოლითი, ვახანი, ფარცხნალი და კიცხის სოფლებია, სადაც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობისთვის პოლიეთილენის მილები შეიძინეს. ასევე სხვადასხვა საჭიროებისთვის ცემენტი შეისყიდეს ლაშის, ბაზალეთის, ღორეშის, ბორითის, მოლითისა და ვახანის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის.

    კიცხსა და ხუნევში სოფლის პროექტებით, მოეწყო საყრდენი კედლები. ნადაბურსა და ხუნევში ღობეები გაკეთდა. სამუშაოების განსახორციელებლად 17 763 ლარი დაიხარჯა.
    წიფის, ვახანისა და ფარცხნალისათვის თუნუქის სახურავის შესყიდვა მოხდა. ასევე წიფის მოსახლეობისათვის ხელის (სათიბი) ტრაქტორი შეიძინეს.
    ბორითის, მოლითის, ვახანისა და ზვარის ადმინისტრაციული ერთეულების სარიტუალო დარბაზებისთვის ჭურჭელი შეიძინეს.
    კიცხსა და წყალაფორეთში პროგრამის ფარგლებში მაგისტრალური წყალსადენების აღდგენითი- სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა. კიცხში ასევე მოხდა 8 ტონიანი რკინის ავზის შესყიდვა.
    ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში თანხა გამოიყო სარიტუალო სახლის მშენებლობის დასრულებისთვის. ბაზალეთში, დიდვაკეში, მოლითსა და სარგვეშში დასასვენებელი ნაგებობების მოწყობის სამუშაოები ჩატარდა.
    წყალსადინარი არხების გაწმენდის სამუშაოები განხორციელდება ლეღვანში, საღანძილესა და ფარცხნალში.
    კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს "ბორჯიმ“ განახორციელა და საერთო ჯამში 6 006 ლარი დაიხარჯა.
    „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამუშაოები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება. ეს მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალია, რომლებიც უკვე შესრულდა, რომელთა განსახორციელებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა და შემსრულებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმდა.

     

     

     

     

     

    26 სექტემბერი 2016

    ნანახია: 407 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1410
    3.6561
    4.3346
    4.4164
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი