{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • წიფაში, გოლათუბანში და გოლისში მცხოვრებ რამდენიმე მოქალაქეს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსი მიენიჭა

    19 სექტემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფაში, გოლისში და გოლათუბანში მცხოვრები მოქალაქეების ინდივიდუალური განცხადება - მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
    აღნიშნული საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.
    მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსი მიენიჭა წიფაში მცხოვრებ მოქალაქეებს: გიორგი ღამბაშიძეს და გოჩა ქიმერიძეს.
    გოლათუბანში მცხოვრებ: მარიამ ღამბაშიძეს, თეა ტალახაძეს, ნათია ჭყოიძეს, ზაზა ჩიტაძეს და ზაზა ღამბაშიძეს.
    გოლისში მცხოვრებ: პარმენ შუბითიძეს და რეზო შუბითიძეს.
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს შემადგენლობაში არიან: საბჭოს სხდომის თავმჯდომარე - გრიგოლ ჭიპაშვილი (წარმომადგენელების კოორდინაციის განყოფილების უფროსი), სხდომის თავმჯდომარის მოადგილე - ლევან ნანიტაშვილი (საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი), სხდომის მდივანი - ნინო ფერაძე (ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი), სხდომის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე (სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი), ზურაბ კვინიკაძე (წარმომადგენელების კოორდინაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი), თამარ სულაქველიძე (იურდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი), სავლე შარიქაძე (საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მთავარი სპეციალისტი).

     

    20 სექტემბერი 2016

    ნანახია: 360 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1400
    3.6553
    4.3329
    4.4764
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი