{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოში საკვირაო სკოლა გაიხსნა


    18 სექტემბერს ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკმა (ხაჩიძე) სამეუფეო წირვა ჩაატარა. მეუფე მელქისედეკმა წირვის შემდეგ, საკვირაო სკოლა გახსნა და აკურთხა, რომელსაც მამა ანტონი (სულთანიშვილი) უხელმძღვანელებს.
    მეუფე მელქისედეკმა ქადაგებისას წმინდა ანდრია პირველწოდებილის სახელობის გიმნაზიის მიღწვებზე ისაუბრა: „ძალიან დიდი მისია გვაქვს, რომ ჩვენ მომავალი თაობა ღირსეულად აღვზარდოთ. თუ თავიდანვე არ ჩავდეთ ბავშვებში, რომ მხოლოდ ღვთის მცნებებით უნდა ვიცხოვროთ, პატარაობიდანვე არ ვასწავლეთ მათ, ვინაა უფალი და როგორ უნდა მივეახლოთ მას, მომავალი ძალიან რთული იქნება. ის რომ ჩვენ ვცდილობთ მომავალი თაობის ჯანსაღად აღზრდას ამის გამოვლინება არის, თუნდაც ის გიმნაზია, რომელიც ძალიან წარმატებულია, გამორჩეულია თავისი მოსწავლეებით და პედაგოგებით. მაგალითისვის, მთელ ხარაგაულიში ასპროცენტიანი დაფინანსება ოთხმა კურსდამთავრებულმა მიიღო და ოთხივე გიმნაზიიდან არის. ეს პედაგოგების უდიდესი შრომის შედეგია.
    მნიშვნელოვანია, რომ დღეს სამლოცველოსთან საკვირაო სკოლა იხსნება, რომელიც ნებისმიერ თქვენთგანს მიიღებს. საკვირაო სკოლას მამა ანტონი უხელმძღვანელებს, დასხდებით და ისაუბრებთ ნებისმიერ საკითხზე, რაც ჩვენ სარწმუნოებას ეხება. შემდეგ შეიძლება ვასწავლოთ გალობა, მედავითნეობა, ხელსაქმე და თანდათან გავძლიერდებით. ღმერთმა დალოცვილები და დღეგრძელები გამყოფოთ, იხარეთ ორსავ ცხოვრებასა შინა.“

     

     

    19 სექტემბერი 2016

    ნანახია: 516 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1400
    3.6553
    4.3329
    4.4764
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი