{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულში პირველად წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია სოფელ ვანში აკურთხეს

    10 სექტემბერს, ხარაგაულში მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) და მამა ანტონმა (სულთანიშვილი) წმიდა ნინოს სახელობის ეკლესია აკურთხეს. პატარა ტაძარი სოფელ ვანში ულამეზეს ადგილზე მდებარეობს და იგი ერთადერთია ხარაგაულში, რომელიც წმიდა ნინოს სახელზეა აგებული. ტაძარი საკუთარი ფინანსებით და თანასოფლელთა დახმარებით როლანდ ტაბატაძემ 2001 წელს ააგო. 2015 წელს კი ეკლესია გიორგი ვართაგავამ მოხატა.
    როლანდ ტაბატაძე: „წინაპრებისგან მსმენია, რომ აქ ადრე წმიდა ნინოს ჯვარი იყო აღმართული. 1998 წელს, ჯვარი აღვადგინე და გამიჩნდა სურვილი, რომ ამ ლამაზ ადგილზე პატარა ტაძარი ამეშენებინა. პროექტი არჩილ მინდიაშვილმა 2000 წელს გადმომცა და უკვე 2001 წელს ტაძრის აგება დავასრულეთ.“
    ტაძრის კურთხევის შემდეგ მრევლს მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) მიმართა: „გილოცავთ დღვანდელ დღეს, დღეს, რომელიც ყოველთვის გამორჩეული იქნება ამ სოფლისათვის და ჩვენი ეპარქიისათვის. მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, რომ ეს ტაძარი პირველია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, რომელიც წმინდა ნინოს სახელზე აიგო. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, მიხარია, რომ შეგვწევს ძალა იმისა, რომ ვაშენებდეთ ტაძრებს, რომლებიც არიან ჩვენი ღმერთამდე მიმყვანნი. ღმერთმა დალოცვილები გამყოფოთ ყველანი, რომლებიც იღებდით მონაწილეობას ამ მშვენიერი ტაძრის აგებაში. განსაკუთრებით მინდა დავლოცო ბატონი როლანდი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ ტაძარი ასეთი ლამაზი ყოფილიყო. მადლობა იმ ღვაწლისათვის, რაც თითოეულმა თქვენგანმა გაიღეთ. ღმერთმა დალოცვილები გამყოფოთ, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა.“
    ტაძრის კურთხევას მარგვეთისა და უბისის ეპარქიის წარმომადგენლები, საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით კიკნაძე და სოფელ ვანის მოსახლეობა ესწრებოდნენ.

     

     

     

    12 სექტემბერი 2016

    ნანახია: 927 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1400
    3.6553
    4.3329
    4.4764
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი