{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • შედგება თუ არა შეთანხმება „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსა“  და კომპანიის მიერ დასაქმებულ პირებს შორის 12 სექტემბერს გაირკვევა

      სოფელ ზვარეში ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალის  გვირაბზე მომუშავე პირები  ერთი თვის წინ გაიფიცნენ. გვირაბზე სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“  ასრულებს. გაფიცვის მიზეზად გაუსაძლისი  სამუშაო პირობები და სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნა დასახელდა.

    აღნიშნული საკითხით, არაერთი დეპარტამენტი, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორი დაინტერესდა. ამ დროის განმავლობაში, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინისტროსა და  ჩინურ მხარეს შორის.

    როგორც ჩვენთან საუბარში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ლევან ჟორჟოლიანი აცხადებს  მომზადებულია ხელშეკრულება, რომლის დეტალები დამსაქმებელ პირებთან შეთანხმებულია. დარჩენილია მხოლოდ ფორმალური მხარე და ხელშეკრულებას უახლეოს დღეებში მოაწერენ ხელს.

    „ჩინური მხარის  მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება სრულყოფილი არ იყო. მოლაპარაკებების შედაგად, გადაწყდა და საქართველოს რკინიგზის ახალმა   პროფესიულმა  კავშირმა  (პროფკავშირი), რომელიც  მუშების ინტერესებს იცავს,  ხელშეკრულების ნიმუში მოამზადა. ხელშეკრულებაში დეტალურადაა ყველა პუნქტი ჩაშლილი, ზეგანაკვეთური, სახელფასო ანაზღაურება,  დასვენების დღეები და სხვა. მუშების პრობლემების აღმოფხვრა ეტაპობრივად მიმდინარეობს.  12 სექტემბერს, ჯანდაცვის სამინისტროში მხარეები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს და მოხდება ყველა იმ რისკ-ფაქტორის გარნმატება რაც შეიძლება შეუთანხმებლობას მოჰყვეს. იმ შემთხვევაში,  თუ ხელს  არ მოაწერენ, დასაქმებული პირები კვლავ ფიქრობენ გაფიცვების გაგრძელებას.  ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ორივე მხარის ინტერესები დავიცვათ“ - აცხადებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს წარმომადგენელი, ლევან ჟორჟოლიანი.

     

    8 სექტემბერი 2016

    ნანახია: 441 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1410
    3.6561
    4.3346
    4.4164
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი