{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • წიფაში, გოლათუბანში, ფონასა და გოლისში მცხოვრებ რამდენიმე მოქალაქეს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსი მიენიჭა


    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფაში, გოლისში, ფონასა და გოლათუბანში მცხოვრები მოქალაქეების ინდივიდუალური განცხადება - მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
    აღნიშნული საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.

    მაღალმთიანში მცხოვრებთა სტატუსი მიენიჭა წიფაში მცხოვრებ მოქალაქეებს: იამზე ბოჟაძეს, ეკა ღამბაშიძეს, ნათელა ნადირაშვილს, გულნაზი ტაგანაშვილს, რეზო ქურდაძეს, ელენა ქურდაძეს, მამუკა ქოქაშვილს, მანა ქოქაშვილს, ოთარ ქოქაშვილს, პაატა ქოქაშვილს, ხვიჩა ღონღაძეს.
    გოლათუბანში მცხოვრებ: ვერა ბოგვერაძეს, მერი კიკნაძეს, იზოლდა ღონღაძეს, გოდერძი ჩიტაძეს, ნანა ჩადუნელს, რამაზ ტიგინაშვილს, სონა ღამბაშიძეს, ჟუჟუნა ჩიტაძეს, ემზარ ტიგინაშვილს, სონა ღამბაშიძეს.
    ფონაში მცხოვრებ: სულიკო ნოზაძეს, ნინელი ნოზაძეს.
    გოლისში მცხოვრებ: ელეონორა ტაბატაძეს.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს შემადგენლობაში არიან: საბჭოს სხდომის თავმჯდომარე - გრიგოლ ჭიპაშვილი (წარმომადგენელების კოორდინაციის განყოფილების უფროსი), სხდომის თავმჯდომარის მოადგილე - ლევან ნანიტაშვილი (საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი), სხდომის მდივანი - ნინო ფერაძე (ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი), სხდომის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე (სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი), ზურაბ კვინიკაძე (წარმომადგენელების კოორდინაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი), თამარ სულაქველიძე (იურდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი), სავლე შარიქაძე (საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მთავარი სპეციალისტი).

     

     

     

    7 სექტემბერი 2016

    ნანახია: 449 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი