{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ პროდუქციის გამოფენას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ


    1–4 სექტემბერს, თბილისში, „ექსპო-ჯორჯიაში“ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული პროდუქციის გამოფენა გაიხსნა. ღონისძიება საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო სამრეწველო პალატების ორგანიზებით ჩატარდა. გამოფენის ჩატარების პროცესში, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროები იყნენ ჩართული.
    გამოფენას ხარაგაულიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი, ბონდო კიკნაველიძე, სამსახურის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები ესტუმნენ.
    გამოფენაში ბელარუსის რესპუბლიკის 140-მდე წამყვანი საწარმო და კომპანია მონაწილეობდა, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ბელარუსში წარმობული პროდუქციის სრული სპექტრი. მათ შორის, წარმოდგენილი იყო სამეცნიერო მიღწევები და საგანმანათლებლო სერვისები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სამომხმარებლო საქონელი, ქართულ - ბელარუსული საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორები, მანქანათმშენებლობა და ტრანსპორტი, კვების პროდუქტები, ფარმაცევტული პროდუქცია, მსუბუქი მრეწველობა, ხისა და სამშენებლო მასალების წარმოება, ტურისტული მომსახურება და სხვა. გამოფენაზე შესაძლებელი იყო, როგორც დეგუსტაცია - დათვალიერება, ასევე ამათუიმ პროდუქციის შეძენა.
    ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ფორუმი, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დაახლოებას და საქართველო–ბელარუსს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

     

     

    5 სექტემბერი 2016

    ნანახია: 350 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი