{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI

  • ეროვნული კინოცენტრის მიერ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში წარმოდგენილი 40 პროექტიდან ერთ-ერთი სოფელ ლეღვანში გადაიღეს

    27 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ჩვენება გაიმართა. „თუთა“ ასე ერქვა ფილმს, რომელიც თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინომატოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტმა, სანდრო სულაძემ გადაიღო.
    ფილმი სოფელ ლეღვანშია გადაღებული, რომელიც მიტოვებულ სოფელში მცხოვრებ გოგონა თუთას ცხოვრებას ასახავს. მას დედა გარდაეცვალა, დარჩა მხოლოდ მამა. თუთა ქალაქში გადადის საცხოვრებლად. ფილმში აღწერილია, თუ როგორ იცლება სოფელი ახალგაზრდებისაგან და რა შედეგი მოჰყვება მიგრაციას.


    აღსანიშნავია, რომ ახალბედა რეჟისორსა და მსახიობებს უსასყიდლოდ სწორედ ამავე სოფლის მკვიდრი, თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, მერაბ შარიქაძე, უწევდა დახმარებას. ფილმის ჩვენებას სოფელ ლეღვნის მაცხოვრებლები და ფილმში მონაწილე მსახიობები ესწრებოდნენ.
    მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „თუთა“ 2015 წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში იღებდა მონაწილეობას.

     

     

    1 სექტემბერი 2016

    ნანახია: 1940 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი