{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განმარტებით მდინარე „ჩხერიმელა“  შეწონილ ნაწილაკებს შეიცავს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერებას არ წარმოადგენს

    დღეს, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის ინჟინერი“ გიორგი ქაჯაია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები საღანძილის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, ინგა მაღრაძე და საღანძილის მაჟორიტარი-დეპუტატი დავით კიკნაძე ესწრებოდნენ. ადგილობრივების განმარტებით, გზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას მძიმე მანქანების გადაადგილების გამო გაუსაძლის ხმაურსა და მტვერში უწევთ ცხოვრება. სოფელში მდებარე კომპანია „ნიუ სფეისი“ კი შეწონილი ნივთიერებით მდინარეს აბინძურებს.

      შეხვედრაზე გზის მორწყვის მოთხოვნასთან დაკავშირებით მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.  შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ ინჟინერის, გიორგი ქაჯაიას, ინფორმაციით სოფელში 10 დღეში მოეწყობა სისტემა, რომლითაც  მდინარიდან წყლის ამოტუმბვა და გზის მორწყვა მოხდება.

     დავით კიკნაძე (საღანძილის  ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი):     „გაკეთდება 2სისტემა. სპეციალური მილების მეშვეობით მოირწყვება გზის სხვადასხვა მონაკვეთი. სამუშაოებზე ორი ადგილობრივი დასაქმდება და მათ ხელფასს ჩინური კომპანი გადაუხდის.“

       რაც შეეხება მდინარის დაბინძურებას,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, სინჯები უკვე აღებულია და დასკვნა უახლოეს დღეებში გაეგზავნება ადგილობრივ თვითმმართველობას. მათივე განმარტებით წყალი შეიცავს შეწონილ ნაწილაკებს, მაგრამ იგი სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერებას არ წარმოადგენს. ამის გამო ჩინურ კომპანია 51 000 ლარით დაჯარიმდება.

     

    24 აგვისტო 2016

    ნანახია: 1082 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი