{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ჩინური კომპანიის მიერ შექმნილი პრობლემების გამო ხარაგაულის საკრებულოში შეხვედრა გაიმართა

    23 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მდინარე ჩხერიმელას დაბინძურებაზე, ჩინური კომპანიის მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობასა და ინერტული მასალის მოპოვებაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ნოდარ ებანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ინგა მაღრაძე, საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით კიკნაძე, საქართველოს ახარგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისიის ფილიალის ადვოკატი, ზაალ გიორგიძე და  საკითხით დაინტერესებული სხვა პირები ესწრებოდნენ.

    შეხვედრაზე სოფელ საღანძილეში მცხოვრები მოსახლეობის გაუსაძლის პირობებზე ისაუბრეს. კერძოდ, სოფლის ცენტრალურ გზაზე მოძრავი მაღალი გამავლობის და ტვირთამწეობის მანქანები მთელ რიგ პრობლემებს უქმნის ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. ჩინური კომპანიის არანორმირებული საქმიანობის გამო, გზა დაზიანებულია, მოსახლეობა კი დაბინძურებული ჰაერით სუნთქავს.

    გია ყრუაშვილი (საღანძილის მცხოვრები): „მივესალმებით რკინიგზის პროექტის განხორციელებას, მაგრამ ეს  მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. თუ არის   შესაძლებელი გზა უნდა მოირწყას. გარემოს დაცვის ინსპექტორმა დაადასტურა, რომ მდინარე არის მოწამლული, ხოლო იქ რა ნაწილაკებია, არის თუ არა  მომწამვლელი, გლეხმა ეს არ იცის.

    ჩინურმა კომპანიამ კეთილი ინებოს და კანონის დაცვით იმუშაოს. მხოლოდ ჯარიმის გადახდა არაა საკმარისი. ამ წუთისთვის 50–მდე ადამიანს  გადაკეტილი აქვს საღანძილეში გზა, რომლებიც სოფელში არსებული პრობლემების გადაწყვეტას ითხოვენ“.

    შეხვედრაზე, ჯანდაცვისცენტრისეპიდემიოლოგმა, გულზანივეფხვაძემწყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მდ. ჩხერიმელაში აღმოჩენილი შეწონილინაწილაკებითრაიმედაავადებისანვირუსულიინფექციის განვითარება შეუძლებელია.

    ზაალ გიორგიძე - საქართველოს  ქუთაისიის ფილიალის ადვოკატი: „ჩვენი ორგანიზაცია ბოლო პერიოდია  ეკოლოგიურ პრობლემებზე მუშაობს,  ახარგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიზანი ხარაგაულში არსებული ეკოლოგიური პრობლემების შესწავლა, სამართლებრივი გადაწყვეტა და დარეგულირებაა.“

    საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი დავით კიკნაძე: „სოფელში არსებული აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში რამდენიმე თვეა ჩართული ვართ. მივაღწიეთ იმას, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე გზა ირწყვება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ადგილობრივი თვითმმართველობ ინტენსიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს გარემოს დაცვის სამინისტროსთან და კომპანიის წარმომადგენლებთან. მხოლოდ ჯარიმის გადახდა პრობლემას ვერ მოაგვარებს. მათი საქმიანობა კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს“.

     

    24 აგვისტო 2016

    ნანახია: 442 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი