{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  

     20-21 აგვისტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა საუკეთესო რეგიონალურ მოლაშქრეთა კლუბებს უმასპინძლებს

    მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, წელს პირველად, საქართველოს სალაშქრო რალის რეგიონალური ჩემპიონატი მიმდინარეობს. სალაშქრო რალის ფინალური შეხვედრა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ხერგილზე, 20–21 აგვისტოს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან მოლაშქრეთა კლუბები მიიღებენ.
    სიმბოლურ ჟიურიში მოწვეულები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა მოისწრაფიშვილი, ალგეთის ეროვნული პარკის დირექტორი ავთო მჭედლიძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი ლევან თაბუნიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ეკა გრიგალავა.
    ხარაგაულის ტურიზმის ცენტრის დირექტორი, ბერიკა თურმანიძე: „საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციასა და სპორტის სამინისტროს ჩვენ შევთავაზეთ და დავარწმუნეთ, რომ სალაშქრო რალის ფინალური შეხვედრა ხარაგაულში, მარელისის „ხერგილზე“ გაემართათ. პროექტი ძალიან მნიშვნეოლოვანია ხარაგაულში ტურიზმის განვითარებისათვის. 20 აგვისტოს, აქ ისეთი მოლაშქრეთა კლუბები ჩამოვლენ, რომელთაც პრეტენზია აქვთ იყვნენ საუკეთესონი.
    სალაშქრო რალი „Geocaching“ პრინციპზე აგებული შეჯიბრია. ხუთი ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფები ვალდებულნი არიან გაიარონ წინასწარ შერჩეული ბილიკები და იპოვონ გზაზე დამალული ნიშნულები GPS ნავიგატორის მეშვეობით. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამარჯვებული მოლაშქრეთა კლუბები, მათ შორისაა, ხარაგაულის გუნდიც.“
    პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და კომპანია „ჯეოლენდი“.

     

     

     

     

     

    18 აგვისტო 2016

    ნანახია: 459 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი