{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულში მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

     

    ხარაგაულის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის გაგრძელების საფუძველი ის ოფიციალური წერილი გახდა, რომლითაც თანამდებობიდან გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე მელქისედეკს(ხაჩიძე) მიმართა.

    წერილში ნათქვამია: „თქვენო  ყოვლადუსამღვდელოესობავ,

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მარგვეთისა და უბისის ეპარქიის განვითარების ფონდში ჩარიცხულია 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი, დაბა ხარაგაულში მშენებარე საკათედრო ტაძრის გუმბათისა და გუმბათისპირა ფრთების მოწყობის სამუშაოებისთვის.

    მინდა მოგახსენოთ, რომ მე, როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, და აგრეთვე, საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის თანადამფუძნებელი, მზად ვარ დავეთანხმო და გავიზირო ზემოთაღნიშნული სამუშაოების შემსრულებელთან დაკავშირებით თქვენ მიერ მიღებული ნბისმიერი გადაწყვეტილება“.

    პაატა გოგოლაძე:(ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი). „როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს ხარაგაულში საკათედრო ტაძრის მშენებლობა ერთგვარი  დავისა და გაუგებრობის მიზეზი გახდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ეკლესიის მშენებლობის  ფონდი არასამართლებრივად იყო დაფუძნებული. გამომდინარე აქედან, 2015 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკლესიის მშენებლობის დასასრულებლად გამოყოფილი  45 ათასი ლარი, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ანგარიშზე ჩაირიცხა. ჩვენ ახლაც ვფიქრობთ, რომ ფონდის არსებობაში გარკვეული იურიდიული ხარვეზებია, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან და იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული თემა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ გამგეობის მიმართ გარკვეული ბრალდებების საფუძველი გახდა, კობა ლურსმანაშვილმა გადადგა კომპრომისული ნაბიჯი და თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე ეპარქიას წერილით მიმართა. ამ ნაბიჯს მოჰყვა კიდევ ერთი პოზიტიური თემა - ჩვენ აღვადგინეთ „ერთლარიანი“ აქცია, რომელშიც სურვილისამებრ საჯარო სამსახურებთან ერთად ა(ა)იპ-ებიც ჩაერთვებიან.  ძალიან სასიხარულოა, რომ გამგეობის თანამშრომლებმა აქციაში ჩართვისთვის ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოხატეს. ასევე, აღდგება ყოფილი გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის დამკვიდრებული ტრადიცია, რაც ტაძრის მშენებლობაზე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის მორიგეობით დასაქმებას გულისხმობს.

    არ გამოვრიცხავ, რომ ამ თემას გარკვეული ძალების მიერ კვლავ მოჰყვეს სხვადასხვაგვარი შეფასებები.  თუმცა ფაქტი ერთია, ხარაგაულში საკათედრო ტაძრის მშენებლობა გაგრძელდება, ტაძრის მშენებლობის ფონდი კი, საქმიანობის იურიდიულ მხარეს ვფიქრობ, მოაწესრიგებს და სამართლებრივ ჭრილში მოაქცევს“. 

    17 აგვისტო 2016

    ნანახია: 792 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი