{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბანაკის დახურვის ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ებრაელი სტუმრები დაესწრნენ

    13 აგვისტოს, ზვარეს „კარვების ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა.  საზეიმო ცერემონიალს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი,  პაატა გოგოლაძე,  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი,  რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დირექტორი,  იზა ვეფხვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს ზვარეს ბანაკს, იზა ვეფხავძის  ინიციატივით, ქართველი ებრაელი,  არქიტექტორი  პაატა იოსებაშვილი,  მისი მეუღლე  ლოლა იოსეფი,  აკადემიკოსი იცხაკ დავიდი და მაია ჯანანაშვილი სტუმრობდნენ.

    საზეიმო დახურვის ცერემონიალზე სტუმრების პატივსაცემად ჟღერდა ებრაული მელოდიები და საერთო მხიარულებაში, ახალგაზრდებთან ერთად სტუმრებიც ჩაერთვნენ.

     „ეს იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული,დაუვიწყარი საღამო. ბევრი ემოცია, სიყვარული, დადებითი განწყობა... საქართველოში გატარებული ჩემი ბავშვობის წლები გამახსენდა, ვიცეკვე კიდეც ებრაული მელოდიის ფონზე. მადლობა ქალბატონ იზას  და ბატონ პაატა გოგოლაძეს, რომ ამ ლამაზი ზეიმის მონაწილე გამხადეს“- აღიშნა პაატა იოსებაშვილმა.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, პაატა გოგოლაძემ ზვარეში გატარებული ბავშვობის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მომავალი თაობები სწორედ აქ, ამ ბანაკში ატარებდნენ ბედნიერ დღეებს, იძენდნენ მეგობრებს და სწავლობდნენ ურთიერთობებს. ბატონმა პაატამ მადლობა გადაუხადა ბანაკის ორგანიზატორებს,  გამგებლის მრჩეველს ტურიზმის საკითხებში მამუკა ჭიპაშვილს და ტურიზმის ცენტრის დირექტორს ბერიკა თურმანიძეს იმ ლამაზი დღეებისთვის, რომელიც მათ ასობით ბავშვს აჩუქეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით,  ბანაკის აქტიური მონაწილეები  იზა ვეფხვაძის წიგნით – „ხარაგაული“დაჯილდოვდნენ.

    ზვარეს ბანაკის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრა ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის თავმჯდომარემ,  ვარლამ ჭიპაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ზვარეში ახალგაზრდული ცენტრის მოწყობაზე იზრუნებს. ვარლამ ჭიპაშვილმა მადლობა გადაუხადა ასევე თოთოეულ ახალგაზრდას ბანაკში აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისათვის.

    ზვარეს კარვების ბანაკის დახურვის ცერემონიალი ტრადიციულად უზარმაზარი კოცონითა და ფეიერვერკით დასრულდა. წელს პირველად, ღონისძიებაზე,  მონაწილეებმა  ფლეშმობი წარმოადგინეს  და მწვანედ შეფენილ მოლზე ორიგინალურად დააწერეს  ,,ზვარე“ ...

     

     

     

    15 აგვისტო 2016

    ნანახია: 1906 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი