{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი იანვრიდან დღემდე- 265 პიროვნებას მიენიჭა



    8 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა.
    საბჭომ განიხილა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუნუსის, ფონასა და გოლათუბანში მცხოვრები მოქალაქეების ინდივიდუალური განცხადება - მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულ განცახდებებს საბჭოს გადაწყვეტილებით დადებითი რეკომენდაცია გაეწიათ.
    აღნიშნული საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.
    2016 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ინდივიდუალური განაცხადის საფუძველზე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი 265 პიროვნებას უკვე მიენიჭა, ხოლო ივლისის თვის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით მაღალმთიანთა მცხოვრების სტატუსის მინიჭებისთვის რეკომენდაცია დამატებით 36 მოქალაქეს გაეწეია. (იანვრიდან დღემდე სულ 328 მოქალაქეს გაეწია საბჭოს მიერ დადებითი რეკომენდაცია).
    მაღალმთიანში მცხოვრები სტატუსი მიენიჭა წიფაში მცხოვრებ: ლალი სულაქველიძეს, შალვა ბანცაძეს, ნიკოლოზ ღამბაშიძეს, ნელი კაპანაძეს, ჯამბულ ჩიტაძეს, მარიამ ბარბაქაძეს, გელა ნადირაშვილს, ბელა ჯანიაშვილს, მარინე ტაგანაშვილს, გურამ ტაგანაშვილს, ლაშა ტაგანაშვილს, მამუკა ტაგანაშვილს, ვაჟა ქურდაძეს, თინა ნოზაძეს, დავით ქურდაძეს, რუსიკო ტაგანაშვილს, ტრისტან ხაჩიძეს, გუგულა ბანცაძეს, ზაზა ლომსაძეს, მერაბ გაჩეჩილაძეს, ნაზი ბანცაძეს, ნონა კომლაძეს, ფიქრია ბანცაძეს, შოთა ბანცაძეს, ლევან გაჩეჩილაძეს.
    გოლათუბანში მცხოვრებ: ელენე თორღვაშვილი, მერაბ ტაგანაშვილი, ლეილა ტაგანაშვილი, გიორგი ღონღაძე, გელა ღონღაძე.
    გუდათუბანში მცხოვრებ: სულხან გუდაძეს, ქეთევან გუდაძეს, ამალია გუდაძეს, შამილ გუდაძეს, მარინა ბანცაძეს, ჟუჯუნა გუდაძეს.
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს შემადგენლობაში არიან: საბჭოს სხდომის თავმჯდომარე - გრიგოლ ჭიპაშვილი (წარმომადგენელების კოორდინაციის განყოფილების უფროსი), სხდომის თავმჯდომარის მოადგილე-ლევან ნანიტაშვილი (საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი), სხდომის მდივანი- ნინო ფერაძე (ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი), სხდომის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე (სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი), ზურაბ კვინიკაძე (წარმომადგენელების კოორდინაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი), თამარ სულაქველიძე (იურდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი), სავლე შარიქაძე (აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი).

     

    10 აგვისტო 2016

    ნანახია: 729 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი