{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა

    დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ, ხიდრის დეპუტატმა, ნონა ზურაბიანმა და ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, დაღუპული გმირის ზაზა გლუნჩაძის ხსოვნას პატივი მიაგეს. სოფელ ხიდარში, ზაზა გლუნჩაძის საფლავთან, ასევე დაღუპულის ოჯახის წევრები და თანასოფლელები შეიკრიბნენ.
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიდრის მკვიდრი, ზაზა გლუნჩაძე 2008 წლის 8 აგვიტოს ცხინვალში თანამებრძოლთა გადარჩენას მცდელობის დროს დაიღუპა. გარდაცვალების შემდეგ, ზაზა გლუნჩაძე ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
    გამგეობის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე: „თითოეული ჩვენგანის ვალია არ დავივიწყოთ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სამსხვერპლოზე მიიტანეს. ვამაყობთ, რომ გვყავს გმირები, რომლებიც საქართველოს უახლეს ისტორიას ქმნიან. ვისურვებდი ზაზა გლუნჩაძის სიცოცხლე გაგრძელდეს მის შვილებში და საქართველოს ასეთი ტკივილიანი დღეები აღარასოდეს აღარ ენახოს.“
    ზაზა გლუნჩაძის შვილი მარიამი: „მიხარია, როდესაც მამას საფლავზე მოვდივართ. მამა აგვისტოს ომში, როგორც მეუბნებიან, სხვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის დროს, ჭურვის აფეთქებისას გარდაიცვალა.“
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან დაღუპული გმირის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცა.

     

     

    8 აგვისტო 2016

    ნანახია: 860 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი