{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა


    დღეს ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მუნიციპალიტეტის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ იმსჯელეს.
    ინფორმაცია ბიუროს წევრებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2016 წლის ექვსი თვის ბიუჯეტი, შემოსულობების ნაწილში, განისაზღვრა 4 210 100 ლარით, ხოლო ფაქტიურად მიღებულია 3 868 900 ლარის შემოსულობები. ექვსი თვის გეგმა შესრულებულია 92,0 პროცენტით, წლიურის - 43,7 პროცენტით, (წლიური გეგმა 9 231 600 ლარი, რაც გასული 2015 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს 220 900 ლარით აღემატება (2015 წლის ექვს თვეში მიღებულია 3 648 000 ლარის შემოსულობები).
    იხ დანართი :  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2016 წლის ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ

    როგორც სხდომაზე ვლადიმერ გელაშვილმა განაცხადა, ბიუჯეტის წლიური გეგმა აუცილებლად შესრულდება და იმედს გამოთქვამს გადაჭარბებითაც. 

    ბიუროს სხდომაზე ასევე მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც ბიუროს წევრებს კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ლურსმანაშვილმა გააცნო.
    სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები:
    1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების შესახებ;
    2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის #50/11 განკარგეულბაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ;
    3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის #50/61 განკარგეულბაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტთ გეგმის დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის შესახებ;
    საკითხთა მომხსენებელი გახლდათ გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსი მაია ალავიძე.
    სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდა.

     

    18 ივლისი 2016

    ნანახია: 447 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი