{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტი „ინტერნეტი და კომპიუტერი ყველა სოფელს“ გრძელდება

     

    საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტი „ინტერნეტი და კომპიუტერი ყველა სოფელს“ გრძელდება. პროექტის ფარგლებში, კომპიუტერები გადაეცათ სოფელ ლეღვნისა  ვერტყვიჭალის ბიბლიოთეკებს და ცენტრალური ბიბლიოთეკის პატარა ხარაგაულის განყოფილებას.

    პროექტი „ინტერნეტი და კომპიუტერი ყველა სოფელს“ საქართველოს პრეზიდენტის ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „აირექსის“ მიერ ფინანსდება.

    საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენელმა უჩა ჯიბღაშვილმა ხარაგაულის ბიბლიოთეკებისთვის კომპიუტერები პირადად ჩამოიტანა და მათი სამუშაო რეჟიმში გამართვაც უზრუნველყო.

    უჩა ჯიბღაშვილის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოხდება ასევე სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციაც.

    მნიშვნელოვანია, ასევე, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კადრების გადამზადება, რის შემდეგაც სოფლის ბიბლიოთეკებს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და თანამედროვე სისტემების დანერგვაში გამოცდილი სპეციალისტები ეყოლება.  

     

    14 ივლისი 2016

    ნანახია: 812 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი