{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტის ღირებულება 439 428 ლარს შეადგენს

     ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ გედსამანიის ცენტრალური გზის მონაკვეთის მობეტონება ამ პროექტთა შორის ერთ – ერთია. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 აპრილს დაიწყო. სამუშაოები  მთავრი მაგისტრალიდან სოფლის ცენტრამდე გზის 3 კმ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.

    განსაზღვრულია სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაც. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, პროექტის ღირებულება 439 428 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შ.პ.ს „დალა 73“-ი ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ბესარიონ ჭიპაშვილი, ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე და გამგებლის წარმომადგენელი ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში კახაბერ ლომიძე გაეცნო.


     „სოფელი თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად იმსახურებდა ამ გზის რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა, პროექტის განსახორციელებლად საკმაოდ დიდი შრომა გაწია, რისთვისაც დიდ მადლობა მინდა გადავუხადო. სოფელს ნორმალური და მოწესრიგებული გზა არ ახსოვს და მოსახლეობა ძალიან გახარებულია.“-დასძინა ჩვენთან საუბარში ხუნევის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლენა აბაშიძემ.


    გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ბესარიონ ჭიპაშვილის თქმით, გედსამანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ ივლისი ბოლოსთვის დასრულდება. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე გზა დამუშავებულია და მიმდინარეობს ქვიშა-ხრეშოვანი მასის გასწორება. საბოლოოდ, როგორც პროექტშია გათვალსწინებული, გზაზე 16 სმ. სისქის და 3მ. ნახევარი სიგანის ბეტონის საფარი დაიგება.

    1 ივლისი 2016

    ნანახია: 1498 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი