{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მუნიციპალიტეტის გამგეობაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგით მეხუთე სხდომა გაიმართა

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგით მეხუთე სხდომა გაიმართა.
    საბჭომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუნისსა და გოლათუბანში მცხოვრები მოქალაქეების ინდივიდუალური განცხადებები განიხილა. აღნიშნულ განცხადებებს საბჭოს გადაწყვეტილებით დადებითი რეკომენდაცია გაეწიათ.
    მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო სათათბირო ორგანო გახლავთ, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერაა შექმნილი.
    აღნიშნული საბჭო ინდივიდუალურ განცხადებებს განიხილავს და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე რეკომენდაციებს გასცემს. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გამოსცემს.
    2016 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ინდივიდუალური განაცხადის საფუძველზე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი 67 პიროვნებას მიენიჭა.
    საბჭოს გადაწყვეტილებით მაღალმთიანთა სტატუსის მინიჭებისთვის რეკომენდაცია გაეწია 29 მოქალაქეს: (ნუნისში მცხოვრებ: თეიმურაზ მანჩხაშვილს, გოჩა მანჩხაშვილს, ეთერ ტალახაძეს, ბაგრატ ტალახაძეს, გულნაზ თიკანაშვილს, ნინო მაღლაკელიძეს, ემზარ გუდაძეს, მერაბ ჯოგლიძეს, მზევინარ კიკნაძეს, ელგუჯა ტალახაძეს, ნაზი ტალახაძეს, მაყვალა გუდაძეს, ნანი მხატვრიშვილს, ჯონდო მაღლაკელიძეს, მზია რევაზიშვილს, მადონა გუდაძეს,. გოლათუბანში მცხოვრებ: ელენა ტალახაძეს, ჯუმბერ ტალახაძეს, ანზორ ჩიტაძეს, ცისანა ჩიტაძეს, ეთერ ტალახაძეს, თამარ ჩაგანავას, , გიორგი აჩიძეს, მარო ტალახაძეს, ომარ ტალახაძეს, მედული ტალახაძეს, მალხაზ ჩიტაძეს, ლელა ჩიტაძეს, ნინო ტალახაძეს.)
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს შემადგენლობაში არიან: საბჭოს სხდომის თავმჯდომარე - გრიგოლ ჭიპაშვილი (წარმომადგენელების კოორდინაციის განყოფილების უფროსი), სხდომის თავმჯდომარის მოადგილე-ლევან ნანიტაშვილი (საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი) , სხდომის მდივანი- ნინო ფერაძე (ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი), სხდომის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე (სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი), ზურაბ კვინიკაძე (წარმომადგენელების კოორდინაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი), თამარ სულაქველიძე (იურდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი), სავლე შარიქაძე (აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი).

     

     

    29 ივნისი 2016

    ნანახია: 1231 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი