{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხანდებმა შესაძლოა ხარაგაულში მიზიდულობის ცენტრი გააჩინოს

     

    საქართველოში მეკლდეურობისთვის დღემდე არსებული საინტერესო ადგილების ჩამონათვალს , სულ მალე ხარაგაულიც შეუერთდება. 2020 წელს მეკლდეურობა ოლიმპიური სპორტის ერთ-ერთი სახეობა იქნება. საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის პრეზიდენტი ხარაგაულში მეკლდეურობის განვითარების რესურსს და სპორტის ამ სახეობის სამომავლო პერსპექტივებს აფასებს. დათო რაქვიაშვილი ამბობს, რომ ხანდების მონაკვეთმა ცალსახად შეიძლება ხარაგაულში მიზიდულობის ცენტრი გააჩინოს.

    დავით რაქვიაშვილი: ,,ხარაგაულში მეკლდეურობის განვითარებისთვის სამი სახეობის პროდუქტი არის: პროფესიული, ტურისტული და ადგილობრივებისთვის. ხანდების კლდეების რესურსი ამ ეტაპზე ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის მეკლდეურობის განსავითარებლად იდეალურია.
    ვფიქრობ, ხარაგაულისთვის საინტერესო იქნება, რომ ახალგაზრდა ადამიანებმა ბავშვობიდანვე დაიწყონ ამ სპორტში ჩაბმა. ვნახეთ რამდენიმე ადგილი, სადაც დამწყებებისათვის შეიძლება გაკეთდეს ე.წ საცოცი პარკი. ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანი სპორტის ამ სახეობაში საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს და 2-3 წელიწადში დამწყებმა სპორტსმენმა შესაძლებელია მეექვსე კატეგორიის სირთულეს და უფრო მეტს მიაღწიოს. აქ ასევე შეიძლება საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმისთვის ჩამოსული ადამიანებისთვის შედარებით მარტივი, ადვილად გავლადი მარშუტების დამზადება, რომელიც ასევე სხვა კატეგორიას, სხვა სეგმენტს მოიზიდავს. დღემდე საქართველოში მეკლდეურობის განვითარებისათვის ყველაზე კარგი რესურსი ჭიათურაში კაცხის სვეტი იყო, სადაც მონასტერი აშენდა და კლდეზე ცოცვა აკრძალეს. მეორე საინტერესო ადგილი , სადაც საცოცი პარკი გვაქვს ყაზბეგია. სპორტი ეს სახეობა ვითარდება თერჯოლაში. მალე ამ ჩამონათვალს შეიძლება ხარაგაულიც შეუერთდეს.

    ხარაგაულის საცოცი პარკი, ბმაში იქნება თერჯოლის რაიონთან სადაც ერთ-ერთი საცოცი პარკის განვითარებას განვიხილავთ და ვგეგმავთ. როდესაც ერთ მარშრუტზე რამდენიმე ადგილი იქნება დატანილი ტურისტებისათვის უფრო საინტერესოა ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიდნენ. როგორც მე ვიცი ხარაგაულში ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი არის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკების სახით. ამ ორი პროდუქტის კომბინაცია , ალბათ რამდენიმე წელიწადში ხარაგაულს თავის ადგილს მიუჩენს. დღესდღეობით ხარაგაული სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულთათავის საერთოდ უცნობია. პროფესიონალებმაც სულ ახლახან გავიგეთ, რომ აქ რაღაც პოტენციალი არსებობს. ვფიქრობ 2-3 წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ამ კლდეების გარშემო საინტერესო ტურისტული მიმართულების შექმნა. მე ვფიქრობ, რომ აქ სამომავლოდ ასევე შეიძლება პროფესიული მეკლდეურობის მარშუტების დამზადება.ავიღებთ ერთ კონკრეტულ მონაკევთს , სადაც სირთულეების სხვადსხვა სპექტრი იქნება. აუცილებლად იქნება რამდენიმე გამომწვევი მარშრუტი, რომ პროფესიონალ და მოყვარულ მცოცავებს ინტერესი გაუჩნდეთ და ჩამოვიდნენ და მოსინჯონ. აქ სამუსაოები მრავალწლიანია, პოტენციალი საკმაოდ დიდია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორის ბერიკა თურმანიძის აზრით, ხარაგაულში ტურიზმის განვითარებისათვის მეკლდეურობის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ერთ-ერთი სიახლეა ხარაგაულისთვის, როგორც ახალი ტურისტული ხაზი და რომელსაც ადგილობრივებს და ტურისტებს შევთავაზებთ. ჩატარდება ტრენინგები და სწავლებები, მოხდება ინსქტრუქტორების მომზადება. აქ უნდა იყვნენ ადამიანები, თავიანთი სპეციალური აღჭურვილობით,რომლებიც კლდეზე ცოცვის მსურველებს სათანადო დახმარებას გაუწევენ, ამიტომ პარალელურ რეჟიმში უნდა მოხდეს ადგილობრივების წვრთნა. სამომავლოდ, შესაძლებელი იქნება სამოყვარულო ჩემპიონატების ჩატარება. როდესაც უცხოელები ჩამოდიან და ჩანან ამ კლდეებზე ეს ადგილობრივების დაინტერესებასაც იწვევს და პოტენციალი იმის, რომ სპორტის ეს სახეობა საქართველოში და ხარაგაულში განვითარდება ნადვილად არის.

     

     

    29 ივნისი 2016

    ნანახია: 2838 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი