{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • აბრეშუმის ჭიის პარკების პირველი პარტიის მიღება დაიწყო

     

    დღეს მეაბრეშუმეობის აღდგენისა და განვითარების საპილოტე პროექტის ფარგლებში აბრეშუმის ჭიის პარკების პირველი პარტიის მიღება დაიწყო. შემდეგ ეტაპზე აბრეშუმის ძაფის გამოყვანა მოხდება.
    გამგებლის მრჩევლის სოფლის მეურნეობის საკითხებში, მურმან არჯევანიძის განცხადებით, ორი დღის განმავლობაში ჭიის პარკები გამოშრობას დაასრულებს, ამის შემდეგ სპეციალური დაზგის მეშვეობით, რომელიც მუნიციპალიტეტს ძმებმა ასკანელებმა საჩუქრად გადმოსცა აბრეშუმის ძაფის მიღება მოხდება.
    „პირველ ეტაპზე მიიღება ძაფი, რომლის რეალიზაცია ძმები ასკანელების ფაბრიკაში მოხდება. იმედი მაქვს, რომ მეაბრეშუმეობით საზოგადოება დაინტერესდება და მოსახლეობას დამატებით შემოსავლის წყარო გაუჩნდება. ჩვენ დაინტერესებულ მოქალაქეებს პირველ ეტაპზე გრენს უსასყიდლოდ გადავცემთ“- ამბობს მურმან არჯევანიძე.
    გამგებლის მოადგილემ პაატა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში მრავალი წლის-წინ მეაბრეშუმეობის კულტურა საკამაოდ განვითარებული იყო და ეს ტრადიცია არ უნდა დაიკარგოს: „მნიშვნელოვანია მეაბრეშუმეობის განვითარება, მისი წარმოებით მიიღება ხარისხიანი და მოთხოვნადი ქსოვილი-აბრეშუმი, რომელიც მსოფლიოში საკმაოდ მოთხოვნადია. მოხარული ვიქნები თუ ეს ეს კულტურა განვითარდება და მოსახლეობა შეძლებს დამატებით შემოსავლის მიღებას. „
    იზო მოდებაძე(მეაბრეშუმეთა ჯგუფის ხელმძღვანელი): აბრეშუმის მოვლა საკამაოდ შრომატევადია, მაგრამ მოსავალს მალე იღებ და შრომის შედეგსაც მალევე ნახულობ. იმედი მაქვს მეაბრეშუმეობა ხარაგაულში განვითარდება. მე ეს დარგი ძალიან მაინტერესებდა, ამიტომ გადავწყვიტე პროექტში აქტიურად მიმეღო მოონაწილეობა.
    საპილოტე პროექტში ჩართულები არიან ხარაგაულელი ქალბატონები ნინო და ცირა ფხალაძეები, ნინოგურგენიძე, ინგა ჩურკინა და ჯგუფის ხელმძღვანელი იზოლდა მოდებაძე.

     

     

     

    21 ივნისი 2016

    ნანახია: 6388 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი