{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მუნიციპალიტეტის გამგეობაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა.

    საბჭომ განიხილა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლათუბანში მცხოვრები 23 მოქალაქის ინდივიდუალური განცხადება - მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულ განცახდებებს საბჭოს გადაწყვეტილებით დადებითი რეკომენდაცია გაეწიათ.

    მაღალმთაინ დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო გახლავთ სათათბირო ორგანო, რომელიც  მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერაა შექმნილი.

    აღნიშნული საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.

    2016 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ინდივიდუალური განაცხადის საფუძველზე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი 38 პიროვნებას მიენიჭება.

    საბჭოს გადაწყვეტილებით მაღალმთიანთა სტატუსის მინიჭებისთვის რეკომენდაცია გაეწეია სოფელ გოლათუბანში მცხოვრებ 23 მოქალაქეს: (ზურაბ ლაცაბიძე, ნანული ლაცაბიძე, ლევან ლაცაბიძე, იური ღამბაშიძე, ზურაბ ღამბაშიძე, რომან ჩითაძე, ნაზი ჩიტაძე, გერონტო ჩიტაძე, ალექსანდრე ტალახაძე, ჟუჟუნა ტალახაძე, მანანა ტალახაძე ეთერ ჩიტაძე, დავით ჩიტაძე, ეთერ ჩიტაძე, უშანგი ჩიტაძე, თამარ ღამბაშიძე, ელისაბედ ღამბაშიძე, ჯუმბერ ღამბაშიძე, ზაქარია ღამბაშიძე, მამუკა ღამბაშიძე, დალი ღამბაშიძე, ეკა ღამბაშიძე, მერი ღამბაშიძე).

     

     

     

     

    15 ივნისი 2016

    ნანახია: 368 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1988
    3.756
    4.106
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი