{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და  გამგეობის  სამსახურის უფროსებთან თათბირი გამართა. შეხვედრაზე კობა ლურსმანაშილმა,  წარმომადგენლებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა და სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მკაცრი კონტროლი მოსთხოვა.

    „პროექტები, რომლებიც ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება,  ხარისხიანად უნდა შესრულდეს. მინდა ხაზი გავუსვა დამოკიდებულებას  თქვენსა და  მოსახლეობას შორის. თითოეული თქვენგანი, ვალდებულია მოქალაქეს   ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვაზე და დაეხმაროს შესაძლებლობის ფარგლებში.“

     გამგებელმა თათბირზე მოსალოდნელი   რეორგანიზაციის  შესახებაც  ისაუბრა. კობა ლურსმანაშვილი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში გამგეობის სამსახურებისა და განყოფილებების რეორგანიზაცია მოხდეს.

    მუნიციპალიტეტის გამგებელი მოახლოებულ არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან თავი შეიკავონ საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდისაგან. „ის რაც ხდებოდა წინა მმართველი ძალის  მიერ  ახლანდელ ხელისუფლებას არ სჭირდება. რასაც ვაკეთებთ სახეზეა. ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობებს თუ კარგად შევასრულებთ, ადამიანები თავისთავად მადლიერები იქნებიან“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

    თთბირზე გამგებელმა, მოადგილე, დავით დევდარიანსა და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს, მალხაზ ფხალაძეს მადლობა გადაუხადა აქტიური მუშაობისთვის.  „სწორედ მათი დამსახურებითაა, რომ  2016- 2017 წლების სამოქმედო გეგმაში, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით  ყველა პროექტი შესრულებულია“.

    კობა ლურსმანაშვილმა ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის მასშტაბურ პროექტზე ისაუბრა. პროექტზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით,  არ არის გამორიცხული ძალიან მალე დაიწყოს აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების  შესყიდვის პროცედურები.  გამგებელმა  ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის დამაკავშირებელი 52 კმ. მონაკვეთის მოასფალტებას საუკუნის პროექტი უწოდა.

    თათბირზე დამსწრე საზოგადოებას კობა ლურსმანაშვილი  იმ სიახლის შესახებაც ესაუბრა, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ  საზოგადოებრივ სახლებში განხორციელდება. კერძოდ, საუბარია ახალი  სასწავლო პროგრამის ამოქმედებაზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების კუთხით, ყველა იმ სოფელში ამოქმედდება, სადაც საზოგადოებრივი სახლი მდებარეობს. ,,იმ სოფლებში სადაც არის იუსტიციის სახლები  დაიწყება ახალი  სასწავლო პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების კუთხით. ეს იქნება განგრძობადი პროგრამა და არ იქნება ერთჯერადი. ამ კუთხით  უახლოეს დღეებში იგეგმება შეხვედრა სასწავლო ცენტრის დირექტორთან ბატონ ნუგზარ კაკულიასთან“- აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

    ხარაგაულში, პირველ ეტაპზე, ახალი  სასწავლო პროგრამა ხევის საზოგადოებრივ ცენტრში განხორციელდება.

     

    14 ივნისი 2016

    ნანახია: 442 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1988
    3.756
    4.106
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი