{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის ტურიზმის ცენტრში ხუთდღიანი ტრენინგ კურსები ჩატარდება

     

    ხარაგაულის ტურიზმის ცენტრის ადმინისტრაცია(დირექტორი ბერიკა თურმანიძე) 10-15 ივნისს ტრენინგ კურსის „საფეხმავლო ტურზე გაძღოლის საბაზისო უნარები“ მონაწილეებს მასპინძლობს. ტრენინგს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის ექსპერტი არჩილ ცინცაძე გაუძღვება. სასწავლო კურსზე სამი დღე დაეთმობა თეორიულ მეცადინეობას, ორი დღის განმავლობაში კი, მოეწყობა საველე გასვლა ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე. აღნიშნული ტრენინგის გავლა მნიშვნელოვანია ტურიზმის თანამშრომლებისთვის, რადგან ჩამოყალიბდნენ კვალიფიციურ გამყოლებად და მაღალი სტანდარტებით მოემსახურონ სტუმრებს და ტურისტებს. ტრენერების მოწვევა ხარაგაულში ტურიზმის ცნეტრის ორგანიზებით მოხდა.  ტრეინინგის საკითხები შემდეგ თემებს მოიცავს:
    ტურის გაძღოლის საქმიანობა; 
    ვინ არის ტრეკინგ გიდი?; 
    პროფესიული უნარები; 
    ტერიტორიული შეზღუდვა; 
    ქცევის კოდექსი; 
    გარემოს მდგრადობა და ტურიზმის ზემოქმედება; 
    გიდის როლი; 
    საფრთხეების განსაზღვრა; 
    რუკის კითხვა; 
    ნავიგაციის ინსტრუმენტები და საბაზისო ორიენტაცია; 
    კლიენტების კონტროლი; 
    კომუნიკაცია;
    ტრენინგს ტურიზმის სამსახურის თანამშრომლები და სამთო ტურიზმით დაინტერესებული ახალგაზრდები გაივლიან. ტრენინგ კურსი მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება. 5 დღიანი კურსი პროექტის „იმერეთის რეგიონში ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში ჩართული, სამუშაო ძალის საკონსულტაციო მომსახურება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით“ ფარგლებში განხორციელდება. განმახორციელებელი ორგანიზაციაა „სფერე“ SFERE ( საფრანგეთი). 

    9 ივნისი 2016

    ნანახია: 662 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1988
    3.756
    4.106
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი