{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მეფუტკრეობისა და რძის მწარმოებელი კოოპერატივების რეგსტრაციას სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ახორციელებს

    7 ივნისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ინოვაციების ცენტრში, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ხუცაიძესთან  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ხარაგაულის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ბონდო კიკნაველიძე და საკითხით დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა.

    კონსტანტინე ხუცაიძემ მეფუტკრეობისა და რძს მწარმაოებელი კოოპერატივების განვითარების პროგრამაზე ისაუბრა.

    „ვგეგმავთ, საქართველოში გავაკეთოთ  თაფლის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც  ყველა საჭირო ტექნიკით აღიჭურვება. თაფლის სხვადასხვა სახეობის 42 ნიმუში გავაგზავნეთ ევროკავშირში, აქედან 30 ნიმუშზე უარყოფითი პასუხი მოვიდა - თაფლი ანტიბიოტიკებით და სხვადასხვა მეტალებით იყო გაჯერებული.  ასე, რომ თუ გვინდა, ქართული თაფლი  ევროკავშრის ბაზარზე გავიდეს, მაშინ  თანამედროვე მოთხოვნები უნდა გავითვალისწინოთ. ევროკავშირი ბაზარზე თაფლის მოთხოვნის 61%–ს თავად უზრუნველყოფს, 39% კი ის ნიშაა, რაც შეგვიძლია ჩვენ დავიკავოთ.“

    სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივებს, მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი: ხის სკა, თაფლის შესანახი  ჭურჭელი (2200 ლტ) და თაფლის ციბრუტი, ღირებულების 30%-ად, გადაეცემათ. კოოპერატივის მიერ წარმოდგენილ თაფლის ერთ ნიმუშს კი უფასოდ ჩაუტარდებ ალაბორატორიული შემოწმება. 

    სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძელდება.

    რაც შეეხება რძის მწარმოებელი კოოპერატივის პროგრამას, იგი სულადობის მიხედვით, ოთხ კომპონენტადაა დაყოფილი. 1–2 კომპონენტი არანაკლებ 51 სული პირუტყვის ყოლას ითვალისწინებს, მესამე კომპონენტი – 150 სულის, ხოლო მეოთხე - 300 სულ პირუტყვს.

    დადგენილი პირობების დაკმაყოფილების  შემთხვევაში რძის მწარმოებელ კოოპერატივებს  სხვადასხვა სიმძლავრის (სულადობის მიხედვით) რძის მიმღებ-გადამამუშავებელი ტექნიკა გადაეცემათ. კოოპერატივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობაც გადაეცემათ. კოოპერატივები, ასევე მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას ტრენინგების სახით.

    რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 1 ივლისამდე გაგრძელდება. 

    სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზეა შეძლებელი.

     

    8 ივნისი 2016

    ნანახია: 247 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1988
    3.756
    4.106
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი