{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი რესპუბლიკური ფესტივალის გამარჯვებულია


    22 მაისს თბილისში გამართულ „ხალხური ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის რესპუბლიკულ ფესტივალში“ ხარაგაულის მოსწავლე-ახზალგაზრდობის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანასამბლმა (ხელმძღვანელი ვასილ კიკნაძე) მთავარი პრიზი გრან-პრი მოიპოვა. ფესტივალზე ანსამბლის წევრები ორი სიმღერით წარსდგნენ - „ორერი რერა“ და „რაი და ბოშო“. შესრულებულმა სიმღერებმა ჟიურის წევრებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. ჟიურის შემადგენლობაში გახლდათ ესთეტიკური ცენტრის დირექტორი ირმა პაპავა, მუსიკათმცოდნე ქეთევან არობელიძე და ჟიურის თავმჯდომარე-საქართველოს დამსახურებული არტისტი მზია მიქაშავიძე. „ხალხური ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის რესპუბლიკული ფესტივალი“ საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობას ფოლკლორული ანსამბლები ღებულობდნენ. აღნიშნულ ფესტივალში ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ფოლკლორულ ანსამბლი (ხელმძღვანელი ვასილ კიკნაძე) შვიდჯერ წარსდგა, საიდანაც ხუთჯერ პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ. „ხალხური ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის რესპუბლიკური ფესტივალის“ გამარჯვებულს წელს პირველად გადაეცა გრან-პრი, რომელიც ხარაგაულის ფოლკლორულმა ანსამბლმა მიიღო.

     

    23 მაისი 2016

    ნანახია: 539 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი