{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მწერლებმა და პოეტებმა თავიანთი შემოქმედებიდან ამონარიდები წაიკითხეს

        15 მაისს ხარაგაულის კინოთეატრმა, პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში,  მწერლებს და პოეტებს უმასპინძლა. ხარაგაულში მოსწავლე-ახალგაზრდობასთან შესახვედრად ჩამოვიდნენ  მაკა ლდოკონენი, თამარ ფხაკაძე, ირმა მალაციძე, გივი ჩიღვინაძე, გოჩა სხილაძე, ტორესა მოსი და თეა თოფურია. შეხვედრაზე, მათ საზოგადოებას თავიანთი ლექსები და პროზაული ნაწარმოებებიდან ამონარიდები წაუკითხეს.

    შეხვედრა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

      პროექტი ცოცხალი წიგნები ორი წელია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება, რომლის ავტორები არიან მარიამ წიკლაური და ქეთი დუმბაძე. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს „ცოცხალი წიგნები“ დასახელდა წლის საუკეთესო პროექტად.  მასში ჩართული  მწერლები და პოეტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს სტუმრობენ და საზოგადოებას თავიანთ შემოქმედებას აცნობენ.

       პროექტის მონაწილე, პროზაიკოსი, მაკა ლდოკონენი:  „ჩვენი მიზანია მსმენელთან წიგნი მივიტანოთ. ეს წიგნი მას დაამახსოვრდება, დაინტერესდება, მოიძიებს და წაიკითხავს.  ჩვენ ვცდილობთ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები ავარჩიოთ და გავითვალისწინოთ მკითხველთა ასაკობრივი ზღვარი, რომ ყველა ასაკის მკითხველისთვის საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდეს. აღსანიშნავია, რომ რეგიონის ავტორებიც ჩართულნი არიან ამ პროექტში. ვიცი, რომ ხარაგაულში წიგნის მოყვარული ხალხი ცხოვრობს. აი, თუნდაც თქვენი თეატრი, საბავშვო სპექტაკლები - ეს ამის დასტურია.“

     

     

    17 მაისი 2016

    ნანახია: 947 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი