{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტის ,,ვიცნობდეთ ხარაგაულს“ გამარჯვებული ბორის სკოლა-პანსიონი გახდა

     პროექტის ,,ვიცნობდეთ ხარაგაულს“ მიმდინარეობისას, კითხვაზე ხარაგაულის რომელ სოფელში შეჩერდა კავკასიაში მოგზაურობისას ალექსანდრე დიუმა, სწორი პასუხი შვიდი ფინალისტი გუნდიდან მხოლოდ ბორის სკოლა პანსიონს ჰქონდა. ალექსანდრე დიუმამ წიგნის ,,კავკასია“ 47 -ე თავი სოფელ მოლითს მიუძღვნა. 

    პროექტი ,,ვიცნობდეთ ხარაგაულს“ დასრულდა. პროექტის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ვახანის, მოლითის , მარელისის, ხევის, კიცხის, ბორის სკოლა - პანსიონის საჯარო სკოლები და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია შეხვდა. პროექტის გამარჯვებული 60 ქულით ბორის სკოლა - პანსიონი გახდა.
    ჰამლეტ ბერაძე(ბორის სკოლა პანსიონის დირექტორი): ,, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტია. ყველა შეჯიბრში გუნდი გამარჯვებისთვის იბრძვის და მოხარული ვარ, რომ ეს გამარჯვება წილად ჩემს ბავშვებს ხვდათ. დიდი მადლობა სკოლის პედაგოგს ქეთევან ღონღაძეს რომელმაც ბავშვები ფინალური ტურისთვის მოამზადა. მადლობა ღონისძიების ხელმძღვანელებს, როლებმაც პროექტით ,,ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ძალიან კარგ და ინოვაციურ კონკურსს დაუდეს საფუძველი.“
    დავით ჩადუნელი: ,, მოსწავლეებმა მომზადების კარგი დონე აჩვენეს. ვფიქრობ მათ პროექტის დასრულების შემდეგ გაცილებით მეტი ეცოდინებათ თავიანთ მშობლიურ კუთხეზე გაცილებით მეტი ინფორმაცია ექნებათ ხარაგაულის ისტორიულ წარსულზე და გამოჩენილ ადამიანებზე. იმისათვის რომ თამაში უფრო საინტერესოდ წარმართულიყო გარდა ტესტური კითხვების გვქონდა ფოტო და ვიდეო შეკითხვებიც.“
    გამგებლის პირველმა მოადგილემ პაატა გოგოლაძემ , ბორის სკოლა პანსიონის გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი და სიგელი გადასცა. ხატებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ ასევე ფინალში მონაწილე ყველა გუნდი.
    პროექტის იდეის ავტორის მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, გამარჯვებული გუნდი ზაფხულზე ზვარის კარვების ბანაკში დაისვენებს.

     

     

    26 აპრილი 2016

    ნანახია: 838 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი