{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „შოთა რუსთაველი – 850“  

     

    დღეს ინოვაციების ცენტში,  სახელწოდებით „შოთა რუსთაველი – 850“საბიბლიოთეკო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას ცენტრალური ბიბლიოთეკის მოწვევით „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნე, ხარაგაულელი, ქალბატონი სალომე ზვიადაძე ესწრებოდა. შეხვედრაზე, იმყოფებოდნენ, ასევე, პედაგოგები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

    ღონისძიებაზე, ქალბატონმა სალომე ზვიადაძემ შოთა რუსთაველზე და „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებზე ისაუბრა.

     „ხარაგაული ყოველთვის დგას მოწინავე პოზიციაზე, ხარაგაულში არის ყველაფერი, რაც ცოდნასთან, განათლებასთან, ზრდილობასთან, ნორმალურ ურთიერთობებთან არის დაკავშირებული. ძალიან მიხარია, რომ დღეს ხარაგაულში ვარ.

    რაც შეეხება,  „ვეფხისტყაოსნის“ სწავლას შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ თინათინის გამეფება გვესწავლა, სწავლის პროცესი ძალიან მომეწონა და მთლიანი „ვეფხისტყაოსანი“   ,,შემომესწავლა“ – აღნიშნა ქალბატონმა, სალომე ზვიადაძემ ჩვენთან საუბარში.

    ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი, ნიკოლოზ მაჭავარიანი: „საბიბლიოთეკო კვირეულს  ხარაგაულიც შეუერთდა, მთელი კვირის განმავლობაში საბიბლიოთეკო განყოფილებებში იმართებოდა ღონისძიებები. დღეს, კი დასკვნით საღამოზე ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, მოვიწვიეთ ჩვენი რაიონის მკვიდრი, „ვეფხვისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნე ქალბატონი, სალომე ზვიადაძე. ვფიქრობ , საინტერესო შეხვედრა  და საბიბლიოთეკო კვირეული  გამოვიდა.“

     

     

    22 აპრილი 2016

    ნანახია: 1409 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი