{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • იზა ვეფხვაძე ავერსის დირექტორ პაატა კურტანიძესთან და ევროპული სკოლის დირექტორ ნანა მოსიძესთან ერთად საპატიო ოქროს მედლით დაჯილდოვდა

    იზა ვეფხვაძე საერთაშორისო ასოციაციამ ,,საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის” ავერსის დირექტორ პაატა კურტანიძესთან და ევროპული სკოლის დირექტორ ნანა მოსიძესთან ერთად, საპატიო ოქროს მედლით დააჯილდოვა.
    დაჯილდოება 2016 წლის 16 აპრილს საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო ,,რეპორტიორის“ დარბაზში შედგა, სადაც საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ გაფართოებული სხდომაზე , ორგანიზაციის მიერ გაწეული ანგარიში წარმოადგინა.
    ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დირექტორი იზა ვეფხვაძე, რომელიც ამავდროულად ამავე ასოციაციის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა საპატიო ოქროს მედლით, ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობის, ახალგაზრდობის იდეურ-ესთეტიკური აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისა და საქველმოქმედო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა.
    იზა ვეფხვაძე: ,,დიდი მადლობა დიდ საქმეთა მაკეთებელ ამ ორგანიზაციას, რომელიც ათეული წლებია დიდ და კეთილშობილურ საქმეებს აკეთებს იმ თანამემემამულეთათვის, რომელნიც ყველაზე შეჭირვებულნი არიან. 18 წელი მოვდივარ ამ ორგანიზაციასთან ერთად და წლების განმავლობაში, მეც უთვალავი სიკეთის გაკეთების შესაძლებლობა მომცეს. ეს ჯილდო -- ოქროს მედალი დიდი პატივია ჩემთვის. კვლავაც მზად ვარ მთელი ენერგიით და შესაძლებლობებით ვემსახურო ჩემს სამშობლოს და მოყვასს.“
    დაჯილდოების შემდეგ იზა ვეფხვაძემ ლიტერატურული სპექტაკლიდან „გალაკტიონის ნატერფალები“ ნაწყვეტი წარმოადგინა და ვრცლად ისაუბრა წიგნზე „ფარცხნალი-კორიფეთა სამკვიდრო“.
    საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ და მის ხელმძღვანელი, ქალბატონი მაია კვეზერელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს, რაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ ქველმოქმედებით გამოიხატება. აღნიშნული ორაგნიზაცის საქმიანობა მთელ საქართველოს წვდება და მთავრი ისაა, რომ ეს დიდი საქმე სრულიად უანგაროდ იმ ადამიანებისათვის კეთდება , რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. იხილეთ დაჯილდოების სრული ვერსია

     

     

    19 აპრილი 2016

    ნანახია: 675 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი