{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ხარაგაულის თეატრის ისტორიას გაეცნობიან

    პროექტი „თეატრი სკოლისათვის“ დაიწყო. პროექტის ფარგლებში ხარაგაულის  ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე (მინიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი) მუნიციპალიტეტის სკოლებში  ლექციებს ჩაატარებს და მოსწავლეებს ხარაგაულის თეატრის ისტორიას გააცნობს. პირველი შეხვედრა დღეს, №2 საჯარო სკოლაში გაიმართა.

    ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე: „პროექტის ფარგლებში დღეს პირველი ლექცია ჩავატარე. ვფიქრობ, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ თავიანთი მშობლიური კუთხის თეატრის ისტორია. სპეციალურად ამ პროექტისთვის, გავაკეთეთ სპექტაკლის „დარისპანის გასაჭირი“ ვიდეო–ვერსია, რომელიც ყველა სკოლას გადავეცით. ასევე, ახალგაზრდებს ვთავაზობთ მობრძანდნენ და ნახონ როგორ მუშაობენ მსახიობები თოჯინების თეატრში თეჯირს მიღმა, როგორ ახმოვანებენ,  იკეთებენ გრიმს და საერთოდ, როგორია ცხოვრება კულისებში. ჩემთვის ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა და ვფიქრობ, მათთვისაც საინტერესო ლექცია გამოვიდა.“

     კესო შარიქაძე (№2 საჯარო სკოლის მოსწავლე): „ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო.  ხარაგაულის თეატრის შესახებ ბევრი ახალი რამ გავიგე. ასევე, ვნახეთ არაჩვეულებრივი კადრები წლების წინ დადგმული სპექტაკლებიდან.“

    შემდეგი შეხვედრა, 19 აპრილს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გინმაზიაში გაიმართება.

     

     

    14 აპრილი 2016

    ნანახია: 539 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი