{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • კონცერტი ქალბატონებისათვის

    დღეს, ხარაგაულის კინოთეატრში გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ქალბატონებისათვის გამართულ ღონისძიებას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
    გაზაფხულისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც ხარაგაულის „კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა კულტურის სამსახურის უფროსს ქალბატონ ირინე ჩხეიძეს მიყავდა. კონცერტზე ხარაგაულელი ინდივიდუალური შემსრულებლების მიერ კიდევ ერთხელ გაჟღერდა სიმღერები უკვდავი ქართული კინო ფილმებიდან. სიმღერები შეასრულეს: თიკო და თამარ ლურსმანაშვილებმა, თიკო ჯანიაშვილმა, მადონა შველიძემ, მაია ბერაძემ, სალომე კვირიკაშვილმა, ვასილ კიკნაძემ, დავით კვირიკაშვილმა, გიორგი მაქაძემ, კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ანსამბლმა „უბისი“(ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე). ქართული კინო ფილმიდან ,,მზე შემოდგომისა“ უკვდავი მელოდია ვიოლინოზე შეასრულა ანა მაჭავარიანმა (აკომპანიმეტი დარეჯან გვაძაბია). კონცერტზე, ნაჩვენები იქნა ვიდეო-კოლაჟი ქართული ფილმებიდან.

     

     

    7 მარტი 2016

    ნანახია: 903 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი