{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ქალთა ანსამბლ „მანდილის“ კონცერტი ხარაგაულში 

    „მანდილი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ შექმნილი პროექტია.

      28 იანვარს, ხარგაულის კინოთეატრში ქალთა ვოკალურ ანსამბლ  „მანდილის“ კონცერტი გაიმართა. მუსიკალური ნომრები  ანსამბლის წევრებმა ქართული  ხალხური საკრავების თანხლებით წარმოადგინეს.

     „მანდილი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ (ხელმძღვანელი ხათუნა მანჯავიძე)  მიერ შექმნილი პროექტია და იგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მომღერალ მანდილოსნებს აერთიანებს.

    ალეკო კახიშვილი (ანსამბლის ლოტბარი): „დღეს ანსამბლ  „მანდილის“ დებიუტი შედგა. მონაწილეებისთვის ამ კონცერტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.  ანსამბლის წევრები ძირითადად სოფლის მაცხოვრებლები არიან. მათთვის სიმღერა ერთ-ერთი  საშუალებაა იმისა, რომ ცხოვრება გაიხალისონ. ვფიქრობ, დღეს მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები.“ - აღნიშნა ალეკო კახიშვილმა.  

     არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ ხელმძღვანელმა, ხათუნა მანჯავიძემ პროექტის მიზნებზე ისაუბრა და  ანსამბლს სამომავლოდ წარმატებები უსურვა:  - „პროექტის მიზანია პოზიტივი შეიტანოს  იმ ქალბატონების ცხოვრებაში, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ. ანსამბლში ისეთი მანდილოსნები არიან, რომელთაც ძალიან უნდოდათ სიმღერა. დღევანდელ კონცერტს  სპონსორი არ ჰყოლია. ჩვენი მიზანია, დავანახოთ საზოგადოებას, რომ ასეთი  ინიციატივებით  შესაძლებელია შევცვალოთ და გავაფერადოთ ცხოვრება ჩვენს ირგვლივ“.

     

    29 იანვარი 2016

    ნანახია: 411 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი