{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •   საახალწლო ღონისძიებები გრძელდება

    25 დეკემბერს, ხარაგაულის  შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში საახალწლო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე  პატარა პიანისტებმა კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები და სხვადასხვა ვოკალური ნომრები წარმოადგინეს. სამუსიკო სკოლასთან არსებულმა გოგონათა გუნდმა სახალწლო სიმღერა შეასრულა.

      საახალწლო კონცერტს პედაგოგები, მშობლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადენლები და კლასიკური მუსიკის მოყვარული სხვა პირები ესწრებოდნენ.

    კონცერტით კმაყოფილია და ბავშვებს სამომავლო წინსვლას უსურვებს შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ლალი ალექსიძე: „ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ბავშვებს უყვართ კონცერტებზე გამოსვლა. ყოველ წელს ემზადებიან და  სიხარულით ელოდებიან ამ დღეს. ჩვენც ძალიან გვიხარია, ჩვენი შრომის შედეგს, რომ ვხედავთ. წელს პირველად, პირველ კლასელები გამოვიდნენ საახალწლო კონცერტზე. მცირე მონაკვეთია რაც სწავლა დაიწყეს  და  ასე კარგად წარმოაჩინეს თავიანთი ნაშრომი და ნასწავლი. მინდა მივულოცო ყველა ბავშვს, მშობლებს, ყველა პედაგოგს დამდეგი შობა-ახალი წელი და ვუსურვო წარმატებები.“

      

     

    29 დეკემბერი 2015

    ნანახია: 418 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი