08/08/2025
სად შეხვდებიან საარჩევნო სუბიექტები ამომრჩევლებს და სად განთავსდება საარჩევნო-სააგიტაციო მასალები
დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო-სააგიტაციო მასალების განთავსების ადგილები დაამტკიცეს.
როგორც სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ , მანანა ბარბაქაძემ განმარტა აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გამოკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, პოლიციისა და სასამართლოს ინტერიერებსა და ექსტერიერებში, ასევე საგზაო ნიშნებზე.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები , საკრებულოს წევრებს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლურსმანაშვილმა გააცნო, რომელმაც აღნიშნა , რომ სააგიტაციო მასალების გამოსაფენად განსაზღვრულ თითოეულ ადგილზე საარჩევნო სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი სააგიტაციო მასალების გამოკვრა და გამოფენა იმ ფორმით, რომ დაცული იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილით.
განსაზღვრულ სააგიტაციო მასალების გამოსაფენ ადგილებში საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე არა უმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი)
საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა ერთ საარჩევნო სუბიექტზე განისაზღვროს 2 ცალით;
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო
მასალის ჩამოხსნა.
სხდომაზე ასევე განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის ადგილები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით სააგიტაციო მასალების გამოსაფენად ადგილების ჩამონათვალი
ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების ჩამონათვალი
სრულად
08/08/2025
ხარაგაულში, 8 აგვისტოს დაღუპული გმირის , ზაზა გლუნჩაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი შესრულდა
დღეს ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის ხსოვნას პატივი მიაგო და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.
გმირი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს, მერის წარმომადგენელმა ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში გივი დოლიკაშვილმა და საკრებულოს წევრმა ნონა ზურაბიანმა.
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა სოფელ ხიდრის წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა გაბრიელმა.
როგორც მეგობრები იხსნებენ, ზაზამ 8 დაჭრილი გამოიყვანა სამშვიდობოს, მეცხრეს გამოსაყვანად რომ შევიდა სამწუხაროდ თავად დაიღუპა.
გლუნჩაძე ზაზა სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
სრულად
07/08/2025
8 აგვისტოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 08 აგვისტოს რიგგარეშე სხდომის
დღის წესრიგი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ
მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიული ,სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის
თავმჯდომარე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის ორგანოების საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ
მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიული ,სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის
თავმჯდომარე
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
06/08/2025
სკრინინგის განცხადება!
რიკოთის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის დაგეგმილი ცვლილება
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით შპს „ტაბას“ მიერ წარდგენილია „რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის დაგეგმილი ცვლილების სკრინინგის განცხადება.
სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - https://ei.gov.ge/. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2025 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, ვალდებულია, უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ პროექტის შესახებ ინფორმაციას თანდართული დოკუმენტაციის სახით
იხილეთ მასალები
სრულად