-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი
კიცხი
გამგებლის წარმომადგენელი კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში - გია ჩხიკვაძე
ტელ :595457385
საკრებულოს ტერიტორია - 1412 98 ჰა.
მოსახლეობა - 1219 კომლი 2818 მცხოვრებით
მანძილი ხარაგაულიდან საკრებულოს ცენტრამდე - 12კმ.
უახლოესი რკინიგზის სადგური - ხარაგაული
ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: კიცხი, ბორი, იგორეთი, საქარიქედი,თეთრაწყარო
ადმინისტრაციული ცენტრი - კიცხი
კიცხი - მდებარეობს მდინარე ბორიმელას (მდ. ჩხრიმელას მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზ.დ. 400მ. ხარაგაულიდან 12 კმ. ტოპონიმ ,,კიცხის“ შესახებ არსებობს თქმულება. ზაფხული იდგა. ცხელოდა.ქარი ქროდა.სოფელში სტუმრები შემოსულან, სიცხეს შეუწუხებიათ და ერთ მათგანს უთქვამს : ,,როგორი ქარი და სიცხეაო“, ,,კი ცხელაო!“ - დაუდასტურებია მეორეს. ასე დარქმევია სოფელს კიცხი.
სოფელში სასაფალოს ტერიტორიაზე არის წმ. გიორგის სახელზე აგებული სამლოცველო.
კიცხში არის რამდენიმე ბოტანიკური მნიშნელობის ძეგლი - 150 წლის ურთხმელი ნიქაბაძეების ეზოში და 200 - წლოვანი ძელქვა ავალიშვილების ეზოში.
კიცხის კულტურის სახლთან არსებობს საქართველოში ცნობილი ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდილა“, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის აღდგენასა და შენარჩუნებაში.
ხანგრძლივი ისტორია აქვს კიცხის სკოლას, პირველი სამინისტრო სკოლა აქ 1894 წელს დაარსდა , ხოლო 1890 წელს კიცხის ეკლესიასთან საეკლესიო - სამრევლო სკოლა გაიხსნა.
ბორი - მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთზე.მდ. ბორიმელას მარჯვენა მხარეს. ზ.დ. 400მ. ხარაგაულიდან 8-10 კმ
სოფელ ბორში 1902-1909 წლებში მიწის სამუშაოების დროს აღმოაჩინეს ანტიკური ხანის სამარხები, რომელშიც ნაპოვნია ძვირფასი ნივთები: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს სამკაულები, ჭურჭელი, საოჯახო ნივთები. მოგვიანები, არქეოლოგიურმა ექსპედიციებმა გათხრების დროს აღმოაჩინეს ძვ.წ. I საუკუნის და ახ. წ. II-III სს. საოჯახო სამაროვნები.
ბორის მდიდარი ნეკროპოლის საგნებს შირის, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ვერცხლის თასი (დაცულია ერმიტაჟში), რომლის ცენტრში სამსხვერპლოს წინ მდგარი ღვთაებრივი ცხენი.
როგორც ირკვევა, ბორი პიტიახშთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო.ბორში აღმოჩენილი სამაროვნების ძვირფასეულობა მეტყველებს ბორელი პიტიახშის სიმდიდრესა და ძლევამოსილებაზე.ერთ-ერთ სამარხში ნაპოვნია წყვილი ოქროს სამაჯური შემკული 29 ალამანდინით, წყვილი ოქროს საყურე სამ-სამი ალამანდინით, აჟურული გულქანდა.
ბორში აღმოჩენილია სამაჯური, რომელსაც 29 ლალის ქვა ამკობს. აქვე აღმოჩნდა სარდიონის მძივები, რაც იმ დროის სამაროვნებში ძალზე იშვიათობაა.
აღსანიშნავია, რომ ბორის განძის მნიშვნელოვანი ნაწილი დაცულია ერმიტაჟში.
სოფელ ბორში არის VIIIს. წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი.
ბორის ტერიტორიაზეა სამკურნალო წყალი, რომლითაც რევმატიზმით დაავადებულები მკურნალობენ.
ბორში 1961 წლიდან ფუნქციონირებს სკოლა-ინტერნატი, რომელსაც ამჟამად სკოლა-პანსიონი ეწოდება.
საქარიქედი - მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე. ზ.დ. 510მ. ხარაგაულიდან 7კმ. სოფელში წელიწადის ნებისმიერ დროს, დარში თუ ავდარში ქარი ქრის. ამ ადგილს ოდითგანვე ქარის ქედს ეძახდნენ, შემდეგ სახელწოდებამ სახეცვლილება განიცადა და სოფელს საქარიქედი ეწოდა.
სოფელში არის ტბა. სოფლის შუაგულშია ადგილი, რომელსაც მოსახლეობა ,,მუხებს“ ეძახის. აქ 200 წლოვანი რამდენიმე მკერდგანიერი მუხაა.
კიცხის იგორეთი - მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, ზ.დ. 420მ. ხარაგაულიდან 8 კმ.
თეთრაწყარო - მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას მარცხენა ნაპირზე, ზ.დ. 440 მ. ხარაგაულიდან 4 კმ. ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI ს-ში. სოფელში ჩამოედინება მდინარე ოკიშურა, რომელიც ხანდებში ჩხერიმელას უერთდება.
თეთრაწყაროში არის ადგილი, რომელსაც თეთრას უწოდებენ. გამვლელთ ამ ადგილას პატარა, მოჩუხჩუხე წყარო მოსწონებიათ, დაინტერესებულან და სახელზეც უზრუნიათ. ვინაიდან წყარო მზის სხივებზე ვერცხლისფრად და თეთრად ლივლივებდა, მისთვის თეთრაწყარო დაურქმევიათ. მოგვიანებით წყაროს გარშემო იგივე სახელწოდების სოფელი გაშენებულა.
სოფელში არის ,,ფაქუთის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც XIX ს. აუგიათ, კედლების წყობაში კი უფრო ძველი XVII ს. ეკლესიის ქვებია გამოყენებული. საბჭოთა ხელისუფლების დროს ეკლესია დაანგრიეს, წაიღეს ძვირფასი ნივთები, ეკლესიაში შეწყდა ყოველგვარი საქმიანობა. ამჟამად ეკლესია აღდგენილია.
აღნიშნული ეკლესიის შესახებ სოფელშია არის ვერსია, რომ ის ფერიცვალების სახელობისაა.
წარსულ საუკუნეებში ეკლესიაში ბერებიც ყოფილან, იქედან წარმოსდგა სიტყვა ,,ბერისწყარო“. ეს წყარო ამჟამადაც ატარებს ამ სახელს და მდებარეობს ეკლესიის დასავლეთით.
სოფელ თეთრაწყაროს ხანდების მხრიდან არის შესასვლელში არის ქვის კარიერი, რომელიც ,,ხანდების ქვის“ კარიერის სახელწოდებით არის ცნობილი. ქვა გამოიყენება როგორც სამშენებლოდ , ასევე მოსაპირკეთებლად.
საკრებულოში აღრიცხული გვარებია: აბაშიძე, აბულაძე,ავალიშვილი,ალავიძე, არეშიძე, ახალაძე, ბანცაძე, ბაქრაძე, ბერაძე, ბარბაქაძე,ბაზღაძე, ბოგვერაძე,ბოყოჩაძე, ბუაჩიძე, გაგოშიძე, გამეზარდაშვილი, გამრეკელაშვილი,გელაშვილი, გველესიანი, გიორგაძე, გიორგიძე, გორგაძე, გლუნჩაძე, გურგენიძე, დევდარიანი, დვალი,დოლიკაშვილი, ენუქიძე, ვეფხვაძე, ზვიადაძე, თაბუკაშვილი, თავზარაშვილი, თუთბერიძე, იოსავა, კალატოზი, კამკამიძე, კალანდაძე, კაპანაძე, კელენჯერიძე, კერესელიძე, კვაშილავა, კვარაკვახიძე, კვანტრიშვილი,კვირიკაშვილი, კირკიტაძე, კურტანიძე, კუტალაძე, ლაბაძე, ლევიძე, ლურსმანაშვილი, მაღრაძე, მაჩიტაძე, მაჭავარიანი, მდივანი, მდინარაძე, მესხი, მუმლაძე, მიქიაშვილი, ნამგალაძე, ნიქაბაძე, ნიკოლეიშვილი,ოქრომჭედლიძე, ოკრიბელაშვილი, პავლაძე, პაპიძე, პაქსაშვილი, ჟორჟოლიანი,ჟღენტი, რამიშვილი, სამხარაძე, სებისკვერაძე, სიხარულიძე, სოლომონია, სხილაძე, ტაბატაძე, ფაიქრიძე, ფერაძე, ფოფხაძე, ფხალაძე, ქიქავა, ქამუშაძე, ქურდაძე, ღამბაშიძე, შავიძე, შარიქაძე, შველიძე, შერგელაშვილი, ჩაჩანიძე, ჩინჩალაძე, ჩხიკვაძე, ცერცვაძე, ციმაკურიძე, წასიძე, წერეთელი, წვერავა, წიწილაშვილი, წიქვაძე, წულუკიძე, ჭანკვეტაძე, ჭიჭინაძე, ჭიპაშვილი, ჭუმბურიძე, ჭუბაბრია, ჭყოიძე, ხარაძე, ხეცაძე, ხელიძე, ხიჯაკაძე, ჟოხაძე.

3.3011

4.0032

4.5053