-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი
გეოგრაფია
ხარაგაულის რაიონი ( ფართობი 913,9კმ²) მდებარეობს საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში, იმერეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.რაიონს აღმოსავლეთით ესაზღვრება ხაშურისა და საჩხერის, დასავლეთით ზესტაფონისა და ბაღდათის, ჩრდილოეთით ჭიათურისა და და საჩხერის, სამხრეთით ბორჯომისა და ბაღდათის რაიონები. რაიონის ცენტრია დაბა ხარაგაული. რაიონში შედის 20 ტერიტორიული ერთეული. ხარაგაულის რაიონში შემავალი სოფლების რიცხვია 78.
ხარაგაულის რაიონი მთაგორიანია.მისი ტერიტორია მოიცავს იმერეთის მაღლობის, ლიხის და მესხეთის (უმაღლესი მწვერვალი_სამეცხვარიოს მთა_2642მ.) ქედების ნაწილებს. სურამის(948მ.) და რიკოთის (999მ.) უღელტეხილებზე გამავალი საავტომობილო გზებით უკავშირდება აღმოსავლეთ საქართველოს.
ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, ზომიერად ცივი ზამთრითა და 600მ. სიმაღლემდე, ცხელი, მშრალი ზაფხულით. ხოლო 600 მ-დან 1200მ-დე ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა სიმაღლის მიხედვით მერყეობს 3,2_ დან 3,9º-მდე, ივლისის კი 22,6_დან 15,_6ºc_მდე.ნალექი 1200_1800მმ. წელიწადში.
რაიონის მთავარი მდინარეა ძირულა. მას ბევრი მდინარე ერთვის, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნი ჩხერიმელა, რომლესაც სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე 1150მ. სიმაღლეზე.იგი მთლიანად მიეკუთვნება ხარაგაულის რაიონს და მისი ტერიტორიის 39კმ. კვეთს სათავიდან შესართავამდე. მდინარე ჩხერიმელის ხეობაში გაყვანილია რკინიგზის მაგისტრალის ერთ-ერთი რთული მონაკვეთი (წიფა_ძირულა).
მდინარე ძირულა და მისი შენაკადები ძირითადად საზრდოობენ თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე,წყამცირობა ზაფხულში.
წიაღისეულიდან აღსანიშნავია:მარმარილო, მოსაპირკითებელი დიორიტი, საკედლე ქვა, კვარციანი ქვიშა, თერმული და მინერალური წყლები.
რაიონის მთავარი ბუნებრივი სიმდიდრეა ტყე, რომელსაც უკავია მთელი ფართობის 2/3- ზე მეტი (68,2%). მთისწინეთსა და დაბალმთიან ზონაში გავრცელებულია წიფლნარ-რცხილნარი, რომელსაც ერევა წაბლი, მუხა, იფანი, ცაცხვი, საშუალო ზონაში ქვეტყეს ქმნის მარადმწვანე ბუჩქნარი, ბევრია ხვიარა მცენარე, ძირითადად კი გაბატონებულია წიფლნარი. ტყის ზემო სარტყელში ფოთლოვანების გარდა არის ნაძვნარ-სოჭნარი, ხოლო მდინარეების ძირულასა და დუმალის წყალგამყოფზე შემორჩენილია ფიჭვნარი.
რაიონის მთის ტყეებში ბინადრობს კავკასიური ირემი, მურა დათვი, ფოცხვერი, მგელი, მელა, კვერნა, მაჩვი, კურდღელი.ფრინველებიდან აღსანიშნავია როჭო, მწყერი, შაშვი, კოდალა, ქორი, ყვავი და სხვა. მდინარეებში გავრცელებულია ქაშაყი, კოლხური ტობი, ციმორი, წვერა, ღორჯო, მდინარეთა ზემო დინებაში არის კალმახი.
რაიონის კურორტებიდან აღსანიშნავია ნუნისი და ზვარე „სამთა ნუნისი“ ელიტარული მთიანი კურორტია მისი პოპულარობა განაპირობა თბილმა (27-28 º-c ) მინერალურ-გოგირდოვანმა წყალმა რომელიც გამოიყენება კანის სამოძრაო ორგანოების ქრონიკული და პერიფელიური ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. ნუნისის წყალს თავისი შემადგენლობით და სამკურნალო თვისებებით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია .კურორტ ნუნისთან ახლოს არის სოფელი ზვარე, აქ არის ზვარის ცნობილი მინერალური წყლები. მინერალური წყალი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის და ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ . ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა მინერალური წყლის ჩამოსხმა , ამჯამად შეჩერებულია, მაგრამ წყლის საუკეთესო სამკურნალო თვისებები, საოცრად ლამაზი გარემო და მდებარეობა კურორტს განვითარების საიმედო პერსპექტივას უსახავს.
ხარაგაულის რაიონს განვითარების ფართო პერსპექტივას უსახავს ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი. რაიონის ბუნება, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც ადამიანის უშუალო ზემოქმედება არ განუცდია და წარმოდგენილია ტყის მასივებით, მდინარეთა ხეობებით, კარსტული ფორმებით, კრისტალური ქანებით და წყაროებით, ტურიზმის მომავალი განვითარების არსებით ფაქტორს წარმოადგენს.
მუნიციპალიტეტში მოიპოვება შემდეგი ბუნებრივი რესურსები: მარმარილო (მოლითი, მარელისი, ფონა), თეთრი მარმარილო (ჭარტალი), თიხა (გოლათუბანი), მოსაპირკეთებელი მასალა (წიფა), სამშენებლო ქვები (ამაშუკეთი, საქასრია), კვარცის მიწა (ქროლი), აზბესტი (ბჟინევი).
რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხარაგაული (3215 მცხოვრები). იგი მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ორივე ნაპირზე, ვიწრო და საკმაოდ ღრმა ხეობაში. ზ. დ. 280-400 მ-ზე. დაბაზე გადის სარკინიგზო მაგისტრალი, ხარაგაული_ძირულას 10 კილომეტრიანი საავტომობილო გზით იგი უკვავშირდება დასავლეთ_აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ საავტომობილო ტრასას.
რაიონის ტერიტორია მაგისტრარული- სატრანსპორტო ხაზებით უზრუნველყოფილია. მას აღმოსავლეთით ჩრდილო-დასავლეთისკენ კვეთს წიფისა (სიგრძე 3910 მ) და ხანდების (740 მ.) გვირაბში გამავალი, ქვეყნის აღმოსავლეთის და დასაავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რკინიგზა და ძირულა- სურამის მარშუტის ორი საავტომობილო გზატკეცილი. მათგან ერთი რიკოთის უღელტეხილით (სიგრძე 1722 მ.) და ძირულის ხეობის გავლით (48 კმ.), ხოლო მეორე სურამი უღელტეხილით და ჩხერიმელას ხეობის გავლით (55 კმ.) გადადის მეზობელ ზესტაფონის რაიონში.ადგილობრივი მნიშვნელობის გზების საერთო სიგრძე 215 კმ-ია.
ხარაგაულის რაიონის გეოგრაფიული მდებარეობა მეტყველებს მის სტრატეგიულ პოლიტიკურ - სამეურნეო და სოციალურ - კულტურულ მნიშვნელობაზე.
ინფორმაცია აღებულია იზა ვეფხვაძის წიგნიდან ,,ხარაგაული“

3.319

3.9977

4.625