{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • წესდება

     

    დამტკიცებულია:
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
    2007 წლის 18 ივნისის #26 განკარგულებით

    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
    ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის
    წესდება

    მუხლი1. იურიდიული სტატუსი და ადგილსამყოფელი

    1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ,,საბიბლიოთეკო საქმის შეასახებ ~ და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ~, საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შექმნილი კულტურულ-საგანმანათლებლო და საინფორმაციო დაწესებულება.

    2. ბიბლიოთეკას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, შტამპი, ბეჭედი, საბანკო ანგარიშები და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის რეკვიზიტები.


    3. ბიბლიოთეკის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, ,,კულტურის შესახებ~ და ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ~ კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები და ეს წესდება.

    4. ბიბლიოთეკის იურიდიული მისამართია : საქართველო, ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა #8ა.ელ.ფოსტა : ცქუფალა@მაილ.რუ ტელეფონი:593731759.

    5. ცენტრის დამფუძნებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ,,თვითმმართველი ერთეულის ხარაგაულის მუნიციპალიტეტი’’. საიდენტიფიკაციო კოდი 243570989. იურიდიული მისამართი : დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქ. #15.
    მუხლი 2. არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი
    1. ცენტრის დამფუძნებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ,,თვითმმართველი ერთეულის ხარაგაულის მუნიციპალიტეტი~. საიდენტიფიკაციო კოდი 243570989. იურიდიული მისამართი : დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქ.#15.
    მუხლი 3. მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
    1. ბიბლიოთეკის ძირითადი მიზნები და ამოცანები :
    ა) ყველა ასაკის მკითხველის და შემდეგში ,,მომხმარებელი~, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და ბიბლიოგრაფიული მომსახურება.

    ბ) ბიბლიოთეკის მომხმარებელთა მოთხოვნების, ინტერესებისა და პროფესიული მოთხოვნილების შესწავლა და ანალიზი, მათი მომსახურებისათვის სათანადო პირობების შექმნა და ინტერესების სრულად და ოპერატიულად დაკმაყოფილება.
    გ) საბიბლიოთეკო ფონდებისა და სხვა რესურსების სრულად და ეფექტურად გამოყენება, პროფილის ფარგლებში ქართული ეროვნული ბიბლიოგრაფიის მასალების მოპოვება, დამუშავება და გამოცემა.
    დ) კომპეტენციის ფარგლებში მკითხველთა საბიბლიოთეკო მომსახურების კოორდინაცია.
    (ე ქვეპუნქტი ამოღებულია საკრებულოს 2013 წლის 1 ივლისის #65 განკარგულების საფუძველზე).
    ვ) თანამშრომლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან (შესაბამისი დაწესებულებები, გამომცემლობები, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები).
    ზ) შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა, პოპულარიზაცია, ადგილობრივი და უცხოელი მკითხველის მომსახურება როგორც ადგილზე, ასევე ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის მეშვეობით.

    მუხლი 4. ცენტრალური ბიბლიოთეკის უფლება-მოვალეობანი
    1. ცენტრალური ბიბლიოთეკა უფლებამოსილია :
    ა) მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე გამოიყენოს მასზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება და ფინანსური სახსრები.

    ბ) შეიქმნას საბიბლიოთეკო სფეროს საინფორმაციო ბანკი პროფილის მიხედვით.
    გ) გაუწიოს საბიბლიოთეკო მომსახურება სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს და უზრუნველყოს ისინი შესაბამისი ინფორმაციით.
    დ) მოამზადოს და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები მკითხველთა საბიბლიოთეკო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
    ე) კომპეტენციის ფარგლებში გააფორმოს ხელშეკრულებები საქართველოს ან უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ითანამშრომლოს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ბიბლიოთეკებთან.
    ვ) დააწესოს საბიბლიოთეკო ფასიანი მომსახურების ფორმები და საფასური.
    2. ცენტრალური ბიბლიოთეკა ვალდებულია :
    ა) წარმართოს საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
    ბ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
    გ) დაიცვას საბიბლიოთეკო სფეროში დადგენილი სტანდარტები.
    დ) იზრუნოს პროფილის შესაბამისად საბიბლიოთეკო ფონდების დაკომპლექტებასა და ბიბლიოთეკებთან წიგნთგაცვლითი ურთიერთობების დამყარებაზე.
    ე) უზრუნველყოს მკითხველთა დიფერეცირებული მომსახურება სტაციონარული და არასტაციონარული მუშაობის ფორმების გამოყენებით, ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის მეშვეობით. გაითვალისწინოს მკითხველთა შეხედულებები, ინტერესები, მოთხოვნები და წინადადებები.
    ვ) დაეხმაროს მომხმარებელს უფლებების დაცვასა და რეალიზაციაში.
    ზ) მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აწარმოოს კოორდინირებული მუშაობა საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიბლიოთეკებთან.
    თ) აწარმოოს საბიბლიოთეკო ფონდების სრული აღრიცხვა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად და პერიოდულად მისი გამოთავისუფლება შინაარსობრივად მოძველებული და ფიზიკურად უვარგისი საბიბლიოთეკო დოკუმენტებისაგან მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.
    ი) ფონდების სისტემატიზაცია და კატალოგიზაცია დაუქვემდებაროს არსებულ სტანდარტებს.
    კ) იზრუნოს ბიბლიოთეკაში ახალი საბიბლიოთეკო ტექნოლოგიური პროცესების (კატალოგიზაციის, ბიზნეს-ინფორმაციის მოპოვებისა და სხვა) დანერგვასა და განხორციელებაზე.
    ლ) აწარმოოს სტატისტიკა საბიბლიოთეკო სფეროში არსებული წესის შესაბამისად, შეიმუშაოს სტატისტიკური წარმოების ელექტრონული ვერსიები, შეიქმნას კომპიუტერული პროგრამები.
    მუხლი 5. ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება
    1. ბიბლიოთეკით სარგებლობა ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია ყველა ასაკის დაინტერესებულ პირთათვის.

    მუხლი 6. მომხმარებელთა უფლება-მოვალეობანი
    1. მომხმარებელი უფლებამოსილია:
    ა) ისარგებლოს ბიბლიოთეკაში დაცული საბიბლოთეკო დოკუმენტებით, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების შესაბამისად მიიღოს სრული ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხზე.
    ბ) ისარგებლოს ბიბლიოთეკის საძიებო საშუალებებით, ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით, გამოთქვას და გამოხატოს თავისი აზრი, შეხედულება, ინტერესები და სურვილები ბიბლიოთეკისა და მისი საქმიანობის შესახებ.
    2. მომხმარებელი ვალდებულია:
    ა) გაეცნოს და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები.
    ბ) აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში დადგენილი წესით აანაზღაუროს მიყენებული ზარალი (,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამსად).

    მუხლი 7. ცენტრალური ბიბლიოთეკის მართვა

    1. ცენტრალურ ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
    2. ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი:
    ა) საქმეს უძღვება ერთპიროვნულად მასვე ეკისრება ბიბლიოთეკის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
    ბ) კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს ბიბლიოთეკის ფინანსურ და მატერიალურ საშუალებებს, ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ბიბლიოთეკის საკუთრებაში არსებულ ქონებასა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
    გ) კომპეტენციის ფარგლებში დებს გარიგებებს და აფორმებს ხელშეკრულებებს როგორც საქართველოს , ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
    დ) დადგენლი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში.
    ე) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს ბიბლიოთეკის შრომით ურთიერთობებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან, იცავს მათ უფლებებს.
    ვ) ბიბლიოთეკის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად ქმნს დროებით სამუშაო ჯგუფებს, კომისიებს.
    ზ) შეიმუშავებს ბიბლიოთეკის შინაგანაწესს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
    თ) იღებს შესაბამის ზომებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, ან მატერიალურ ზარალს აყენებს ბიბლიოთეკას.
    ი) ახორციელებს ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ~ საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით ნებადართულ სხვა საქმიანობას.
    მუხლი 8. ცენტრალური ბიბლიოთეკის ქონება
    1. ბიბლიოთეკა დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაცემული ქონების საფუძველზე, რომელიც ცენტრალური ბიბლიოთეკის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ წესდებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

    მუხლი 9. ცენტრალური ბიბლიოთეკის ფინანსური სახსრები

    1. ცენტრალური ბიბლოთეკის ფინანსური სახსრებია:
    ა) თვითმმართველობის ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები.
    ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე საბიბლიოთეკო სფეროში შესაბამისი მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები.
    ც) საჩუქრად, გრანტისა და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავლები.
    დ) საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ გადმოცემული ქონება.
    ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

    2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები გამოიყენება მხოლოდ ცენტრალური ბიბლიოთეკის წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის.
    მუხლი 10. ცენტრალური ბიბლიოთეკის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება
    1. ცენტრალური ბიბლოთეკა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიური საქმიანობა.
    მუხლი 11. ცენტრალური ბიბლიოთეკის სახელმწიფო კონტროლი
    1. ცენტრალური ბიბლიოთეკის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    მუხლი 12. ცენტრალური ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
    1. ცენტრალური ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება გამგებლის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. ა(ა)იპ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის~ ლიკვიდაციის შედეგად ა(ა)იპ-ის ქონება გადადის თვითმმართველობის საკუთრებაში, ხოლო დარჩენილი ქონების (თუკი ასეთი არსებობს) მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო კანონმდებლობის თანახმად.
    მუხლი 13. წესდებაში ცვლილების შეტანა
    1. წესდებაში ცვლილების შეტანა ხდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი :
    კობა ლურსმანაშვილი

     

     

     

    ვალუტის კურსი
    3.2987
    4.0033
    4.5044
  • ბიბლიოთეკის შესახებ
  • ადმინისტრაციის შესახებ
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი